„ტრანმერის” ფეხბურთელმა ბენ ტოლიტმა „ლივერპულის” გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს f****** s*** უწოდა — თარგმნას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ქართულად სრული სისულელე გამოდის. ვინც ინგლისური გინება კარგად არ იცით გვენდეთ, რომ ცუდი სიტყვებია.
ეს ყველაფერი შუა თამაშის დროს მოხდა. თამაში ამხანაგური იყო და ის „ლივერპულმა” 3:2 მოიგო.
გინების მიზეზი ლორის კარიუსის მორიგი უხეში შეცდომა გახლდათ. ამჯერად ასე მოხდა: ოლივერ ნიუბორნმა ჯარიმა დაარტყა. ბურთი პირდაპირ კარიუსის მკერდისკენ წავიდა, მაგრამ გერმანელმა, რომელსაც მერსისაიდელების თავკაცი იურგენ კლოპი მომავალ სეზონში ძირითად მეკარეობას უპირებს, ის ხელში ვერ დაიჭირა, წინ დაუვარდა, რითაც „ტრანმერის” მოთამაშემ ჯონი სმიტმა ისარგებლა და გოლი გაიტანა.
სწორედ აქ ვეღარ მოითმინა ზემოთ ნახსენებმა ტოლიტმა და კარიუსს ცუდი სიტყვა აკადრა — როგორც ჩანს მაისის ბოლოს, „რეალისა” და „ლივერპულის” ფინალში „წითლების” გოლკიპერის მიერ დაშვებული ორი უხეში შეცდომა ძალიან განიცადა. ეტყობა მთელი გულით ქომაგობდა „ლივერპულს”.
სავარაუდოდ, კარიუსი თავის „ყლაპვას” ამჯერად სერხიო რამოსს ვეღარ დააბრალებს, დამეჯახა და ტვინი შემირყიაო.


ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად
