მსოფლიო მას-მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს მისამართით უამრავი ქების სიტყვა ითქვა. მიზეზი ნათელია: პორტუგალიელთა ლიდერი ურუგვაელ მეტოქეს, მისი გუნდის კარში ორი გოლის ავტორს, დაშავებულ ედინსონ კავანის მოედნიდან გასვლაში დაეხმარა.

ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა 31 წლის კავანი თავისი ქვეყნის ნაკრებს მეოთხედფინალში, ფრანგებთან შეხვედრაში დაეხმაროს.

ურუგვაელთა მერვედფინალის გმირი შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე დაშავდა. კავანი კატალონიური „ჟირონას” ფორვარდმა კრისტიან სტუანიმ შეცვალა.

რასაკვირველია, ქვეყნიერება ცინიკოსებით არის სავსე და ზოგმა დაწერა, რონალდუ კავანის მხარში იმიტომ ამოუდგა, რომ თამაშის დამთავრებამდე ცოტა დრო რჩებოდა და მისი მოედნიდან დროულად გაყვანა უნდოდაო.

ურუგვაისა და საფრანგეთის მეოთხედფინალური შეხვედრა 6 ივლისს ნიჟნი ნოვგოროდში გაიმართება.

თუმცა, რონალდუმ ამ შეხვედრაში მხოლოდ კარგი საქციელით არ გამოიჩინა თავი. ის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრში მსაჯის ლანძღვისთვისაც მოხვდა.

კერძოდ, როდესაც შეხვედრის წამატებულ წუთებზე ურუგვაელებმა რიკარდუ კვარეჟმა წააქციეს, არბიტრმა სესარ არტურო რამოსმა ჯარიმა არ დანიშნა, რითაც რონალდუ განარისხა და „F*** you” გამოსტყუა.

მსაჯმა რონალდუ ყვითელი ბარათით დასაჯა.