ტყუილად არ ეძებოთ, გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონს იაია ტურეს მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებში ვერ იპოვნით. კოტ დ’ივურელმა ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლს” მოახლოებული მონდიალის მონაწილეთა თავისი რჩეული თერთმეტეული დაუსახელა. როგორც გითხარით იქ გერმანელის ჭაჭანება არ არის, თავისი აწ უკვე ყოფილი გუნდიდან, „მანჩესტერ სიტიდან” კი სამი კაცია.

ტურეს რჩეულთა უმეტესობა, ხუთი მოთამაშე, „რეალიდანაა”, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს, მითუფრო, რომ „რეალმა” სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გასაკვირი უფრო ის არის, რომ 35 წლის ნახევარმცველმა თერთმეტ კაცში შეყვანის ღირსად ბრაზილიელი ნეიმარი არ ჩათვალა, სამაგიეროდ „სიტის” მცველი კაილ უოქერი ჰყავს ჩასმული.
„ალბათ გაგიკვირდათ უოქერი სიმბოლურ ნაკრებში რომ შევიყვანე. მართალია, მას ჯერჯერობით კარგად არ იცნობენ, მაგრამ თავისუფლად შეიძლება მსოფლიოს ჩემპიონატის აღმოჩენა გახდეს”, — განმარტა ტურემ.
იაია ტურეს რჩეულთა გუნდი კი ასეთია: დავიდ დე ხეა (ესპანეთი, „მანჩესტერ იუნაიტედი”), ბენჟამინ მენდი (საფრანგეთი, „მანჩესტერ სიტი”), სერხიო რამოსი (ესპანეთი, „რეალი”), რაფაელ ვარანი (საფრანგეთი, „რეალი”), კაილ უოქერი (ინგლისი, „მანჩესტერ სიტი”), კაზემირო (ბრაზილია, „რეალი”), ლუკა მოდრიჩი (ხორვატია, „რეალი”), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია, „რეალი”), ლეო მესი (არგენტინა, „ბარსელონა”), კილიან მბაპე (საფრანგეთი, პსჟ), სერხიო აგუერო (არგენტინა, „მანჩესტერ სიტი”)
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
სიახლეები18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
სიახლეები17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
სიახლეები11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი
