მარიო ბალოტელიმ ძველ მეგობარ პოლ პოგბას საფრანგეთის ნაკრების მიერ ამხანაგურ შეხვედრაში იტალიის 3:1 დამარცხება მიულოცა, მაგრამ მიაწერა, მაინც მაგარი საზიზღარი ხარო. ეხუმრა.
ფრანგთაგან გოლები გაიტანეს სამუელ უმტიტიმ, ანტუან გრიზმანმა (პენალტით) და ოსმან დემბელემ. „სკუადრა აძურას” მხრიდან კი 0:2-ზე ლეონარდო ბონუჩიმ შეაგდო. შეხვედრა ნიცაში გაიმართა, სადაც იტალიის ნაკრების მეცხრე ნომერი სუპერმარიოდ წოდებული ბალოტელი გამოდის.
„მმმმ… ok! გუშინდელ საღამოზე ასე გეტყვი. ბრავო პოლ!!! მაგრამ მაინც საზიზღარი ხარ ძმაო”, — დაწერა ბალოტელიმ ინსტაგრამზე.
ძმაკაცთან ლაღობისა და ფრანგთა გამარჯვების მიუხედავად პოგბას მაინც ცუდი საღამო ჰქონდა — გულშემატკივარმა ობსტრუქცია მოუწყო. ერთხელ, მაშინ უსტვინეს, როდესაც არასწორი პასი გადააწოდა, ხოლო მეორეს მოედნიდან რომ გადიოდა — „მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი 86-ე წუთზე „სევილიაში” მოთამაშე სტივენ ნ’ზონზიმ შეცვალა.
ანტუან გრიზმანმა და მწვრთნელმა დიდიე დეშამმა პოგბას დაცვა სცადეს, მაგრამ როგორც ჩანს ფრანგ გულშემატკივარს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მისი მაინცდამაინც არ ეიმედება.