ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, რომ ორი წლის წინ, როდესაც „პარი სენ ჟერმენიდან” წავიდა, „ლოს ანჯელეს გალაქსიში” უნდოდა გადასვლა და არა „მანჩესტერ იუნაიტედში”.
36 წლის შვედმა ამერიკაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომლითაც ის კალიფორნიელ გულშემატკივარს წარუდგინეს, თქვა:
„ეს ჯერ კიდევ ორი წლის წინ უნდა მომხდარიყო, სანამ „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდოდი. გულითა და გონებით უკვე აქ ვიყავი კიდეც, მაგრამ ცხოვრებამ სხვანაირად ინდომა. თუმცა, „გალაქსიში” გადმოსვლა ჩემი ბედისწერა იყო და როგორც კი კლუბმა მიხმო, აქეთ გამოვეშურე”.
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ახალ გუნდთან ერთად უკვე ივარჯიშა და წესით დღეს, შაბათს, 31 მარტს, მის შემადგენლობაში პირველად უნდა ითამაშოს კიდეც — „გალაქსი” თანაქალაქელ „ლოს ანჯელეს FC”-ს ხვდება. სავარაუდოდ, StubHub ცენტრში ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ უნდა იყოს.
„თავს პატარა ბიჭივით ვგრძნობ, რომელსაც ცხოვრებაში პირველად მისცეს კანფეტი. ბურთს გახარებული დავდევ. ვფიქრობ, ამერიკული ფეხბურთის ლიგა ძალიან სწრაფად ვითარდება და მალე ევროპულ ლიგებს ტოლს არ დაუდებს. ჩემს ასაკზე კი ნუ ღელავთ. ბენჯამინ ბატონივით (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მოთხრობის გმირია) ვარ — მოხუცი დავიბადე და ახალგაზრდა მოვკვდები”, — ამბობს ზლატანი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი21/06/2026 | 23:04საქართველო ლატვიაში გაფრინდა
სიახლეები19/06/2026 | 19:58ულან – ბატორი ჯერ უმედლოდ
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
