გერმანული „მიუნხნერ მერკურის” ცნობით, შაბათს „რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბაიერნელ კოლეგას კარლ-ჰაინც რუმენიგეს დაუკავშირდა. რუმენიგემ პერესი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერის” წარმომადგენლები პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის ახალ აგენტ პინი ზაჰავის არ შეხვედრიან და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც პერესის მარჯვენა ხელმა ხოსე ანხელ სანჩესმა იცის. 29 წლის ლევანდოვსკის საკითხი გადახედვას არ ექვემდებარება.
ალბათ ხვდებით, რომ ეს ყველაფერი ოფიციალური დოკუმენტიდან გადმოწერილი ტექსტი არ არის, მაგრამ თითიდან გამოწოვილი ამბის გავრცელებაშიც არავინ დახარჯვადა ენერგიას.
„მიუნხნერ მერკურის” ინფორმაციამდე ცოტა ხნით ადრე ამავე თემაზე „ელ მუნდო დეპორტივოც” წერდა. მის თანახმად ლევანდოვსკი „რეალთან” უკვე გარიგებულია და ზაფხულში ბავარიიდან მადრიდში ორი წლით გადავა. ესპანური გაზეთის ცნობით პოლონელისა და „რეალის” ხელშეკრულებაში თანამშრომლობის მესამე წლით გაგრძელების ვარიანტსაც ჩაწერენ.
ცნობისთვის: რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან” 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულება.
რად უნდა „რეალს” ლევანდოვსკი? როგორც ჩანს მადრიდელთა სურვილი „პარი სენ ჟერმენისგან” ნეიმარი იყიდონ, წლეულს შეიძლება ვერ ახდეს. ფეხბურთელის ტრავმისა და სხვა მიზეზების გამო გაურკვეველია ტოტენჰემელი ჰარი კეინის შეძენა-ვერ შეძენის საქმეც. თავდამსხმელი კი საჭიროა.
ჩნდება მეორე კითხვაც: „ბაიერნს” რაღაში აწყობს პოლონელის გაყიდვა? აქ პასუხი უფრო ერთმნიშვნელოვანია — დიდძალ ფულს მიიღებს და ახალ მოთამაშეებს იყიდის.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
