იცით ვინ არის ტომი ჩარლტონი? მოგანიშნებთ, ის 71 წლისაა.
მათთვის, ვინც ვერ გამოიცნო: ტომი ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ძმების, ბობი და ჯეკი ჩარლტონების ძმაა, რომელიც სპორტულ ცნობებში იმიტომ მოხვდა, რომ ინგლისის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ნუ გაოცდებით, ცხადია პროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდზე არ არის ლაპარაკი. ტომი ჩარლტონს 60 წელს გადაცილებულთა ეგრეთწოდებულ „მოსიარულე ფეხბურთის” ნაკრებში უნდა მოხვედრა.
ექვსი შვილიშვილის პაპა ბარნლის „ტარფ მურზე” გასინჯვებზე გამოცხადდა. ინგლისის მოსიარულეთა ნაკრები მაისში იტალიას უნდა ეთამაშოს. მისტერ ჩარლტონი ამბობს, რომ ის ყველა ღონეს იხმარს, მაგრამ ნაკრებში მოხვედრაზე დიდი კონკურენციაა. მაგალითად, იცით, ვინ თამაშობს „მოსიარულეთა” ეროვნულ გუნდში? დიდი „ლივერპულის” მცველი, 1981 წლის ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში „რეალის” კარში გოლის ავტორი, 1979 წელს, თბილისის „დინამოსთან” ქართველებისთვის დაუვაწყარი მატჩის მონაწილე ალან კენედი.
ჩვენში ბევრს 60 წელს გადაცილებულთა „მოსიარულე ფეხბურთი” ალბათ გაგონილიც არ აქვს, ინგლისში კი ათასზე მეტი კლუბია, აგერ ახლა ნაკრებიც დგება და როგორც ხედავთ მორიგ ჩარლტონს უნდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვოს. ახალგაზრდობაში მას ძმებისგან განსხვავებით არ გაუმათლა — 24 წლისა დაშავდა და კარიერა დაასრულ.
ტომი ჩარლტონი Mature Millers-ის გუნდის მოსიარულე ფეხბურთელია.