არის კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპი!!! ვიბრძვით ევროპის ლიგისთვის…

არის კონფერენციის ლიგის ძირითადი ეტაპი!!! ვიბრძვით ევროპის ლიგისთვის…

საქართველოს ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიური „ლარნის“ ბარიერი დაძლია და კონფერენციის ლიგის ძირითად ეტაპზე თამაში გაინაღდა, ამასთან საქართველოს ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა და რანგით მეორე ევროტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრადაც განაგრძობს ბრძოლას.

„იბერიამ“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში „ლარნი“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და 22-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში ევროპული საკლუბო ფეხბურთი დააბრუნა.

ანგარიში იბერიელებმა მეორე ტაიმში გახსნეს, მაგრამ სტუმრებმა ერთ წუთში შეძლეს წონასწორობის აღდგენა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამარჯვების გოლი ნიკა სიხარულაშვილმა გაიტანა და ქართველ გულშემატკივარს დიდი სიხარული მოუტანა.

ავტორის პროფილი

მიშა ჯაში