„ბარსელონა“ 26 წლის ხულიან ალვარესის გადაბირებაზე მუშაობს. კატალონიური კლუბი ტრანსფერის ხორცშესასხმელად არგენტინელი ფეხბურთელის აგენტებთან ერთად ეძებდა გამოსავალს და როგორც საიტი eldesmarque წერს, მიზანს ფაქტობრივად მიაღწია. „ბარსას“ სპორტული დირექტორი დეკუ მადრიდში ჩავიდა და უახლოეს საათებში გამართავს მოლაპარაკებას. ეს მოლაპარაკება შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.
eldesmarque-ს ინფორმაციით შეხვედრა დეკუსა და არგენტინელი თავდამსხმელის აგენტებს შორის ბარსელონაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო ის ესპანეთის დედაქალაქში გადაიტანეს.

თავად ალვარესი იბისაზე ისვენებს. ის მისი ახლანდელი კლუბის მწვრთნელთან დიეგო სიმეონესთან მუდმივ კავშირშია შემდეგ კვირას ვარჯიშს უნდა შეუდგეს.
გასულ კვირას „ატლეტიკოს“ გენერალურმა დირექტორმა ხილ მარინმა „ბარსელონას“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საბაბი: ფეხბურთელის დევნა გადაბირების მიზნით. თუმცა, როგორც ჩანს, დეკუს და კომპანიას ეს არ ადარდებს. ისინი ყველა ღონეს იხმარენ მიზანს რომ მიაღწიონ. ბარსელონელები „ატლეტიკოს“ თავიდან 100 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ ახლა მზად არიან მეტიც გადაიხადონ. არ არის გამორიცხული „ბლაუგრანამ“ ფერან ტორესი გაყიდოს და 50 მილიონი ამ ხერხით იშოვოს.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
