იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…

იბერია, დინამო, დილა და სავარაუდოები…

უეფა-ს შტაბ-ბინაში ევროტურნირების მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და გაირკვნენ ქართული კლუბების  სავარაუდო მეტოქეები, თუ, რა თქმა უნდა, ისინი მეორე ეტაპს გადალახავენ.

ჩემპიონთა ლიგაში „იბერია“ ბრატისლავის „სლოვანთან“ წარმატების შემთხვევაში, მესამე ეტაპზე შვედური „მიალბისა“ და გიბრალტარის „ლინკოლნს“ შორის უკეთესს შეხვდება.

იმ შემთხვევაში, თუ „იბერია“ „სლოვანის“ წინააღმდეგობას ვერ დაძლევს, საქართველოს ჩემპიონი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც „ცრვენა ზვეზდასა“ (სერბეთი) და „ლარნეს“ (ჩრდილოეთ ირლანდია) წყვილში დამარცხებულს შეხვდება.

თუ ქართული გუნდი იყოჩაღებს, ევროპალიგის პლეიოფში გავა და პარალელურად, კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დაიბევებს ადგილს, სხვა შემთხვევაში, რანგით მესამე ევროტურნირზე პლეიოფიდან შეეცდება ჯგუფურ ეტაპზე გასვლას.

რაც შეეხება კონფერენციის ლიგაზე შემორჩენილ ორ ქართულ კლუბს.

თუ თბილისის „დინამო“ „ჟალგირისს“ გასცდება სპლიტის „ჰაიდუკსა“ (ხორვატია) და „პაფოსს“ (კვიპროსი) შორის დამარცხებულს შეხვდება, ხოლო „დილა“-„აპოლონის“ წყვილში გამარჯვებული, „კლუჟსა“ (რუმინეთი) და „ბრანს“ (ნორვეგია) შორის გამარჯვებულს.

ავტორის პროფილი

გიორგი ღოღობერიძე
გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.