შვიდიდან შვიდი

შვიდიდან შვიდი

„ასტონ ვილას’’ არგენტინელი მეკარე ემილიანო მარტინესი ფინალების კაცია. მის ხსენებაზე ყველას უპირველეს ყოვლისა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გაახსენდება, როდესაც მარტინესმა საფრანგეთთან გადამწყვეტ დაპირისპირებაში ჯერ რანდალ კოლო მუანის დარტყმული მოიგერია, შემდეგ კი პენალტების სერიაში კინგსლი კომანს აუღო თერთმეტმეტრიანი. ოთხშაბათს, ევროპის ლიგის ფინალში, „ფრაიბურგთან’’ მარტინესის „ასტონ ვილამ’’ 3:0 მოიგო. გოლკიპერს დიდი ჯაფა არ დადგომია, მაგრამ სტატისტიკა გვეუბნება, რომ მან კარიერაში შვიდ ფინალში...

სიახლეები

სიახლეები

Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.

Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.

In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.

Sign up for the Spotlight Newsletter:

მარსელინო: ამას მოჰყვა მესამე, რომელიც ტექნიკის ბრწყინვალე დემონსტრაცია გახლდათ

მარსელინო: ამას მოჰყვა მესამე, რომელიც ტექნიკის ბრწყინვალე დემონსტრაცია გახლდათ

„მას პირველ ტაიმში პასებს არ აწვდიდნენ, მეორეში კი საქმეში ჩაერთო, გოლი გაიტანა და კიდევ ერთის გატანა შეეძლო’’, – დაწერა AS-მა ჟორჟ მიქაუტაძის შესახებ. ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში „ვილიარეალმა’’ „ალავესს’’ 3:1 მოუგო. ფავორიტი რასაკვირველია მასპინძელი იყო, მაგრამ შესვენებამდე ლა ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა სტუმრებმა უფრო კარგად ითამაშეს. „ვილიარეალს’’ ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი 30-ე წუთისთვის ჰქონდა, როდესაც მიქაუტაძემ საჯარიმოში დასარტყმელი პოზიცია გამოძებნა და მარჯვენათი,...

ზიდანმა ცხადია იჩხუბა

ზიდანმა ცხადია იჩხუბა

პარიზის ბულვარ დე ლა შაპელიდან მარაქეშის „გრანდ სტადამდე’’ 2 ათასი კილომეტრია, და იქიდან ზუსტი აღქმა, თუ რა ხდებოდა მოედანზე აფრიკის ერთა თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ალჟირსა და ნიგერიას შორის ძნელი იყო, მაგრამ „ჰბაბნას’’ სწრაფი კვების ცნობილ რესტორანთან შეკრებილი ალჟირელები თეთრ-მწვანე დროშებს აფრიალებდნენ და… მაშინაც კი იღიმებოდნენ, როდესაც „ფენეკებმა’’ (უდაბნოს მელებმა) მეორე გოლი გაუშვეს. რა უხაროდათ? „ალჟირელობა თავისთავად სიხარულის საბაბია’’, – განუმარტა...

შავმა ლომმა ისტორია დაწერა

შავმა ლომმა ისტორია დაწერა

„შავმა ლომმა“ საფრანგეთში „მონტობანს“ 31:28 მოუგო! ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში მოხდა ის, რასაც რაგბის ქართველი ქომაგები აგერ უკვე მესამე სეზონი ვლამობდით. მართალია, თავის სადებიუტო ცდაზე, 2023 წელს „შავმა ლომმა“ უელსური „სკარლეტსი“ სტუმრად დაამარცხა, ხოლო მომდევნო წელს ტოპ 14-ის იმდროინდელ აუტსაიდერ „ვანს“ ავჭალაში მოუგო, მაგრამ იმ ორ გამარჯვებაში ქართულ ფრენჩაიზს 4 ლელო ვერ გაუტანია და შესაბამისად,...

საჯარიმოში გაიხსნა და შეასრულა… [VIDEO]

საჯარიმოში გაიხსნა და შეასრულა… [VIDEO]

გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა ესპანეთის ლა ლიგაში. „ვილიარელი“ „ალავესის“ მატჩში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში 3:0 გახადა. გოლი კი მართლაც ოსტატურად შეასრულა…

ორი მარცხი

ორი მარცხი

NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. ორივე ქართველის გუნდმა წააგო. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ ბოსტონში „სელტიკს“ ესტუმრა და 117:125 დამარცხდა. ჩვენებური სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა, მაგრამ არა ცენტრის, არამედ მძიმე ფორვარდის პოზიციაზე. მამუმ მოედანზე 24.55 წუთი დაჰყო, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა რვიდან შვიდი ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორივე სამქულიანი ააცილა. სანდროს მოედანზე ყოფნის...

მბაპე თავის ეროვნებას არკვევს

მბაპე თავის ეროვნებას არკვევს

ეტან მბაპე აფრიკის ერთა თასზე ალჟირის ნაკრების შეხვედრებს ყურადღებით ადევნებს თვალს. თავის მხრივ ალჟირელებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან საფრანგეთის ნაკრების კაპიტნისა და „რეალის’’ ვარსკვლავის კილიან მბაპეს ძმის თამაშს ― „პარიზიენმა’’ შეიტყო, რომ ნოემბერში ალჟირულ პრესასა და „ფრანს ფუტბოლში’’ გამოქვეყნებული ინფორმაცია მართალია, ალჟირელებს უმცროსი მბაპეს ნაკრებში მიწვევა სურთ. ამბობენ, რომ ეტან მბაპეს საფრანგეთის ნაკრებში ურჩევნია თამაში, მაგრამ მისთვის არც ალჟირია უცხო ქვეყანა....

აფრიკელები ნახევარფინალისტებს არკვევენ

აფრიკელები ნახევარფინალისტებს არკვევენ

აფრიკის ერთა თასზე მეოთხედფინალები დაიწყო. პარასკევის პირველ შეხვედრაში სენეგალმა მალის 1:0 მოუგო. პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ წუთებში მალის „ტოტენჰემ ჰოთსფურის’’ ნახევარმცველი ივ ბისუმა გაუძევეს მოედნიდან. მან ორი ყვითელი მიიღო. სენეგალი გახდა შეჯიბრების პირველი ნახევარფინალისტი. მისი პირადი რეკორდი ასეთია: სენეგალის ნაკრებს კონტინენტის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უკვე 16 თამაშია არ წაუგია, 11 მოიგო და 5 ფრედ ითამაშა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 27-ე...

შავი ლომი წელიწადს საფრანგეთში იწყებს

შავი ლომი წელიწადს საფრანგეთში იწყებს

„შავი ლომი“ 2026 წელს მის მე-10 დღეს გახსნის. სწორედ 10 იანვარს, შაბათს, საფრანგეთის პატარა ქალაქ მონტობანის სტადიონ „საპიაკზე“ პირველი ქართული პროფესიული სარაგბო ფრენჩაიზი ტოპ 14-ის აუტსაიდერს შეერკინება. ახლანდელი „მონტობანი“ იმ გაკოტრებული და გაუქმებული კლუბის სამართალმემკვიდრეა, რომელშიც უამრავ სახელოვან ბორჯღალოსანს უთამაშია. 1903 წელს დაარსებული სარაგბო კლუბის გუნდმა 1967 წელს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და ესაა „მონტობანის“ ერთადერთი მიღწევა ქვეყნის ელიტურ სარაგბო...

რასინგ-გიორგი

რასინგ-გიორგი

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერმა სანტანდერის „რასინგმა“ „სარაევოდან“ გიორგი გულიაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. გულიაშვილმა „სარაევოში“ გატარებულ სამ სეზონში 70 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და 15 საგოლე პასი გააკეთა.  

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება

თამაშზე მეტად ჩხუბმა მიიპყრო ყურადღება

„რეალის’’ მწვრთნელი ჩაბი ალონსო ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, არადა „ლოს ბლანკოსმა’’ თანაქალაქელ „ატლეტიკოს’’ 2:1 მოუგო. სხვა საქმეა, რომ ხალხის ყურადღება საკუთრივ შეხვედრის დეტალებზე მეტად ვინისიუსსა და დიეგო სიმეონეს შორის კონფლიქტმა მიიპყრო. როგორც ესპანური პრესა წერს არგენტინელმა ძალიან მოინდომა ბრაზილიელი წყობიდან რომ გამოეყვანა. მან ფეხბურთელს დაუძახა, რომ „რეალის’’ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მის გაყიდვას აპირებს და ანიშნა, უსმინე...

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა

ორივე მწვრთნელის აზრით გამარჯვებას ალბათ მარსელი იმსახურებდა

მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენმა’’ პენალტების სერიით ზედიზედ მესამე ტიტული მოიგო: ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და საფრანგეთის სუპერთასი. პირველი მსხვერპლი გახლდათ „ტოტენჰემი’’, მეორე – „ფლამენგო’’, ხოლო მესამე – „მარსელი’’. 2024 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ეს ლუის ენრიკეს გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე მოგებული პენალტების სერია გახლდათ. თავიდან იყო გამარჯვება „ლანსთან’’, ხოლო 2025 წლის მარტში ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’. ამ ხუთ შეხვედრას სამი გმირი მეკარე...

კვარას შეტევა დაუწუნეს

კვარას შეტევა დაუწუნეს

„პარი სენ ჟერმენმა’’ 2026 წელი ისევე დაიწყო, როგორც დაასრულა 2025: ტიტული მოიგო. რთულ დაპირისპირებაში ლუის ენრიკეს გუნდმა „მარსელს’’ პენალტებით 4:1 აჯობა. მანამდე შეხვედრა დრამატული სცენარით წარიმართა და 2:2 დასრულდა. საინტერესოა, რომ ეს იყო მესამე ჯილდო, რომელიც  პსჟ-მ ბოლო ნახევარ წელიწადში თერთმეტმეტრიანების სერიით მოიგო: ევროპის სუპერთასი („ტოტენჰემის’’ წინააღმდეგ), საკონტინენტთაშორისო თასი („ფლამენგოს’’ წინააღმდეგ) და საფრანგეთის სუპერთასი. თამაშს ფრანგულმა საიტმა Maxifoot-მა 10-დან 9...