ვრცელ და მოსაწყენ შესავალს გამოვტოვებ და პირდაპირ სათაურში დასმულ კითხვას ვუპასუხებ: ◾ ვილი სანიოლს არ ვეჩხუბები იმის გამო, რომ ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გაიყვანა; ◾ არამედ იმის გამო, რომ მისი ხელმძღვანელობით ნაკრების ზრდის პოტენციალის დანახვა მიჭირს. ახლა, როცა მთავარი ნათქვამია, მოკლედ განვმარტოთ კიდეც. როდემდე აქვს ვილი სანიოლს კონტრაქტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან, ფოტოზე ხედავთ. ითქვა ისიც, რომ კონტრაქტის გადახედვა არ იგეგემება...

კანადასთან – ორი აფციაურით სასტარტოში
შაბათს, 16 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების მეორე რაუნდში კანადას შეხვდება, ისევე, როგორც ერთი კვირის წინანდელი მატჩი, ეს შეხვედრაც ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ შედგება. შეხსენებისთვის: გასულ შაბათს ბორჯღალოსნებმა აშშ-ის ნაკრებს 43:30 მოუგეს, ხოლო კანადამ რუმინეთში 21:31 წააგო. კანადა შედარებით სუსტია ამერიკის ნაკრებზე, ამდენად წესით და რიგით, 15 ნოემბრის მატჩის მოგება ქართველებს ძალების ნაკლები დაძაბვის ხარჯზეა სავარაუდო. საქართველო კვლავაც მე-11 საფეხურზეა...

… როცა მთელ ქალაქს ეიმედები
ვიდრე სარაგბო სამყარო მნიშვნელოვანი საერთაშორისო მატჩებითაა გართული, საფრანგეთში შიდა ჩემპიონატი გრძელდება, ოღონდ მხოლოდ რანგით მეორე დივიზიონში. პლუს ამას, „ტულონმა“ და „ლა როშელმა“ მესამე ტურში უამინდობის გამო ჩაშლილი შეხვედრა გამართეს. ბორჯღალოსან გიორგი ჯავახიას კი ტულონში ფანებმა თბილი დახვედრა მოუწყეს. ტოპ 14 პრინციპში, ნაკრებებში წამყვანი მორაგბეები მივლენილი ტულონელებსაც ბლომად ჰყავდათ და ლაროშელელებსაც, ამიტომაც იყო, რომ ორივე მხარე ამ გადადებულ მატჩს შესუსტებული შემადგენლობით...

მეპოკერე იონსენი
„იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. გასულ შაბათსაც, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. „იბერიამ“ მალევე შინ „სამგურალს“ 2:0 მოუგო და ისევ დაეწია „დილას.“ ახლა ორივეს 68-68 ქულა აქვთ, თუმცა პირველ ადგილზე იბერიელები დგანან, რადგან ურთიერთშეხვედრებში გააჩნიათ უპირატესობა. აქვე ვიტყვით, რომ გორელების პირველი გოლი,...

ამერიკა რეიტინგისთვის გვჭირდება
შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტებს შეუდგება: 16 საათზე, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დაიწყება მატჩი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან და ეს იქნება ამ გუნდების მე-8 შეხვედრა. ქართველებს მინიმალური უპირატესობა აქვთ – 4 მოგება 3 მარცხის წილ. რიჩარდ კოკერილის ამჟამინდელ რაზმს სავსებით ხელეწიფება ამ უპირატესობის გაზრდა. ჯერ ერთი, საქართველო „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 საფეხურზეა, აშშ – მე-15, თანაც ქულებს...

ბათუმი კატასტროფის პირას…
ეროვნული ლიგის 31-ე ტურს სატურნირო განლაგებაში ცვლილება არ შეუტანია. „იბერიას“ და „დილას“ კვლავ თანაბარი ქულები აქვთ (65-65), თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე პირველ აგილზე თბილისელები არიან. ამჯერად „იბერიამ“ „ბათუმს“ სტუმრად გიორგი ჯინჯოლავსა და ამირან ძაგანიას გოლებით 2:0 სძლია. „დილამ“ კი „ტორპედოს“ 1:0 მოუგო. აქ თავი ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გამოიჩინა შორეული დარტყმით. მესამე დგილზე თბილისის „დინამოა“, რომელმაც ერთ-ერთ აუტსაიდერ „თელავს“ დიდი ანგარიშით...

კოკერილის 35 რჩეული
ნოემბრის დადგომა სარაგბო სამყაროში ე.წ. ნოემბრის ტესტების სეზონის გახსნას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს ბორჯღალოსნებსაც საერთაშორისო მატჩები ელის. შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს, 15-ში იქვე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 22 ნოემბერს კი ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტების მთავარი სესიის ჩაბარება მოუწევთ – თბილისის „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩია. სტრატეგიული ამოცანა შემდეგია – „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფ საქართველოს...

სეზონის რეკორდი
ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა. ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ პენალტი ვერ გაიტანა. „ტორპედო“ ისევ...

… როცა ლელოს არ ზეიმობენ
დავით ნინიაშვილმა სეზონში მე-3 ლელო გაიტანა, თანაც ეს თავის ყოფილ კლუბთან – „ლიონთან“ შეხვედრაში მოახერხა. პრო დ2-ში ერთადერთი ქართული ლელოს ავტორი კი გამოცდილი ბურჯი ომარ ოდიშვილი გახლდათ, რომელმაც პროფესიულ კარიერაში სულაც პირველი ლელო იზეიმა. და კიდევ თედო – აბჟანდაძემ კვლავ იჩუბინა, თავის „ორიაკს“ 13 ქულა შესძინა, თუმცა განადგურებისგან ვერ იხსნა. ტოპ 14 ნინიაშვილის ამჟამინდელი კლუბი ძველს სტუმრობდა და ქართველ უკანახაზელს...

წუთში ორი გოლი
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალა, უფრო ზუსტად „დილამ“ წინა ტურში დაკარგული პირველობა დაიბრუნა. გორელებმა ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს „გაგრას.“ თან ხუთივე მეორე ტაიმში. დუბლი მიითვალეს კონგოელმა დეო ბასინგამ და ისრაელელმა აბდალა ხლაიხალმა. ამ ტურში კიდევ ორი ორგოლა შესრულდა: გარეჯელმა ნიკოლოზ გალახვარიძემ „ბათუმთან“ იყოჩაღა, სამგურალელმა გიორგი ფანცულაიამ – „დინამოსთან.“ სხვათა შორის, ეს ფანცულაიას მეოთხე დუბლია მიმდინარე სეზონში. ახლა გიორგის...

გორგაძე ტურის სიმბოლურში
პირველი შეხედვით, ანუ სტატისტიკური კუთხით, ტოპ 14-ის გასული ტური უშედეგო იყო ქართული ლეგიონისთვის, თუმცა ტურის მთავარ მატჩში ბექა გორგაძის თამაში ბევრ რამედ ღირდა. პრო დ2-ში კი, უკვე ტრადიციულად, ქართველთა გამორჩეულობა გასულ უქმეებზეც თვალშისაცემი გახლდათ. ტოპ 14 მე-7 ტურში გამორჩეული მატჩი, ცხადია, ლიდერების ჯახი იყო – „პო“ საფრანგეთის მოქმედ სარაგბო ჩემპიონ „ტულუზს“ მასპინძლობდა. ყველასთვის მოულოდნელად, ბასკებმა ტულუზელების ძლევა მოახერხეს და მართალია,...

გარეჯმა ლიდერი შეცვალა
ეროვნულ ლიგაში მეოთხე წრე დაიწყო და ლიდერიც შეიცვალა. „დილა“ ოთხი ტურის განმავლობაში პირველობდა, მაგრამ ამჯერად მოულოდნელად ერთ-ერთ აუტსაიდერ „გარეჯთან“ დამარცხდა და ლიდერობა ისევ „იბერიას“ დაუთმო, რომელმაც სტუმრად „თელავი“ დაამარცხა. გორელები 2:0 უგებდნენ გარეჯელებს და თამაშის დამთავრებამდე 20 წუთი რჩებოდა, როცა კახელებმა იძალეს და სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს. შთამბეჭდავი „დაბრუნება“ გამოვიდა, ეგრეთ წოდებული „ქამ ბექი.“ „გარეჯი“ მესამე წრეში მოუგებელი გახლდათ, მეოთხე...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:
![Giorgi-Tsitaishvili წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2026/04/Giorgi-Tsitaishvili.jpg)
წიტაიშვილმა მარსელს გაუტანა [VIDEO]
საფრანგეთის ლიგა 1-ის 29- ტურში „მეცი“ „მარსელს“ სტუმრობს და 1:2 მარცხდება. სტუმრების მხრიდან გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

რევანში და მეოთხედფინალი…
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვედფინალური მატჩში თურქეთს 19:12 აჯობა და სუპერფინალში გასასვლელად ბრძოლას განაგრძოობს. ისე მოხდა, რომ ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. მაშინ თურქებმა ერთი ბურთით მოიგეს, ახლა კი, რევაზ ჩომახიძის გუნდმა დამაჯერებელი რევანში აიღო. ამჯერად თურქებმა უკეთ დაიწყეს და პირველი მეოთხედის შემდეგ ორი ბურთით იგებდნენ. თუმცა, საქართველომ ანგარიში დიდ შესვენებამდე გაათანაბრა, მერე კი, მეტოქე პირწმინდად...

maxifoot: ერთ წელიწადში ყველაფერი ყირაზე დააყენა
ფრანგულმა საიტმა maxifoot გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ რომლის ავტორი იუსეფ ტუაიტია წერს, რომ წმინდა ფინანსური კუთხით, ხვიჩა კვარაცხელია რეკორდსმენი არ არის. ის ქართველს ადარებს ფილიპე კოუტინიუს (160 მილიონი ევრო), ენცო ფერნანდესს (121 მილიონი ევრო) და ვირჯილ ვან დაიკს (84.65 მილიონი ევრო), მაგრამ დასძენს, რომ მისი ფენომენის ფულამდე დაყვანა შეცდომაა. ავტორის აზრით დღეს უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ გარემარბმა „პარი სენ...

კვარა კვირის გუნდში
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟემენის“ ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გუნდში მოხვდა. ქართველმა თავდამსხმელმა მეოთხედფინალურ მატჩში, რომლიც პსჟ-მ „ლივერპულს“ 2:0 მოუგო, ერთი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი. ამას გარდა კვარაცხელია პსჟ-ის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის ზედიზედ ოთხ მატჩში გაიტანა. კვირის სიმბოლური ნაკრების გარდა, ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო...

საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე დივიზიონის ბოლო მატჩში სლოვენია 24:7 დაამარცხა და მერვედფინალში ითამაშებს. ჩვენმა წყალბურთელებმა პირველი მეოთხედი 6:1 მოიგეს, რის შემდეგ უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვეს. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა პირველ მატჩში თურქეთთან 16:17 დათმო, შემდეგ კი, ბრაზილიას (12:12) პენალტების სერიაში 5:3 სძლია. შედეგად, რევაზ ჩომახიძის გუნდს ხუთი ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა. ჯგუფური...

ბითაძის ორმაგი
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდომაც“ „მინესოტა“ 132:120 დაამარცხა, ჩვენიანმა დიდი წვლილი შეიტანა. ამ მოგებით ფლორიდელებმა ფლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვეს. გოგამ პარკეტზე 21.44 წუთი გაატარა და გუნდს ორმაგი დუბლით შეეშველა – 14 ქულა, 15 მოხსნა, 6 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ჩვენებურმა 11-დან ექვსი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმო ზუსტად გამოიყენა. პასივში ერთი დაკარგვა ჰქონდა. მისი მოედანზე...

ზოგმა საიტმა თავი ორიგინალობით გამოიჩინა…
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, შინ 2:0 მოუგო „ლივერპულს’’. საფრანგეთის დედაქალაქის გუნდმა შთამბეჭდავად ითამაშა. მთელი 90 წუთის განმავლობაში ფაქტობრივად ერთხელაც არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტუმრებმა მასპინძლებს პრობლემა შეუქმნეს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელსაც შესაბამისი ჯილდო მოედანზევე გადასცეს. მისი თამაში ასევე შეაფასეს სხვადასხვა გავლენიანმა საიტებმა და გამოცემებმა, თუმცა ყველა მათგანს ქართველი საუკეთესო ფეხბურთელად არ დაუსახელებია....

ეს ბიჭი სერიოზული მეკარეა, – დაწერა ინგლისურმა საიტმა
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „პარი სენ ჟერმენთან’’ 0:2 წააგო და საპასუხო თამაშში რთული ამოცანის წინაშე დგას. ანგარიში მე-11 წუთზე დეზირე დუემ გახსნა, მეორე ტაიმის მე-20 წუთზე კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მეორე გაიტანა. შეხვედრაში, რომელშიც მასპინძლებმა სტუმრები ყველა ასპექტში დაჩაგრეს, Liverpool Echo-მ მერსისაიდელთა გუნდში 7 ქულად მხოლოდ სამი ფეხბურთელის თამაში შეაფასა: გიორგი მამარდაშვილის, ჯო...

კვარაცხელია VS მამარდაშვილი 1:0
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ უმასპინძლა. მერსისაიდელთა კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, პარიზელთა ძირითად შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელიამ ითამაშა. თავიანთ გუნდებში ქართველები საუკეთეოები იყვნენ. მამარდაშვილმა რამდენიმე ურთულესი ბურთი მოიგერია, მაგრამ 65-წუთზე კვარას ვეღარაფერი მოუხერხა… პარიზელებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს და მეორე გოლი მამარდაშვილს სწორედ კვარაცხელიამ გაუტანა.

წაუგებელი აღარავინაა
ეროვნული ლიგის მე-6 ტური, წინამორბედის არ იყოს, ამჯერადაც ერთ დღეში ჩაეტია. ხუთივე მატჩი სამშაბათს, 7 აპრილს გაიმართა. ხუთიდან სამი შეხვედრა ფრედ დასრულდა. მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამისდაკვალად, მათ 10 ქულა მოაგროვეს და ლიდერ „სპაერს“ გაუთანაბრდნენ, თან მათზე ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარეს. 8-ქულიანი „სამგურალი“ მესამე ადგილზეა. „სპაერი“ კიდევ ერთ დებიუტანტ „მეშახტეს“ უგოლოდ დაუზავდა, თუმცა თამაში საკმაოდ სანახაობრივი...

საუკეთესო
მიუნხენის „ბაიერნის“ მრავალნაცადი, 40 წლის მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ბავარიელთა და მადრიდის „რეალს“ შორის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მეკარემ ცხრა სეივი შეასრულა, რაც მისი საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 2017 წლის შემდეგ. „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის მატჩი სამშაბათს 7 აპრილს გაიმართა. ბაიერნმა 2:1 მოიგო. საპაუხო მატჩი 15 აპრილს მიუნხენში გაიმართება.

უხუცესი გადრაიცვალა
რუმინელი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ ბუქრესტის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის გახლდათ უხუცესი მწვრთნელი, ვისაც კი ქვეყნის ნაკრები გაუწვრთნია. როგორც ფეხბურთელი, ლუჩესკუ იცავდა ბუქარესტის „დინამოს“, „კორვინულისა“ და რუმინეთის ეროვნული გუნდის ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა. მწვრთნელის რანგში მან რუმინეთის ნაკრები 14-წლიანი პაუზის შემდეგ ევრო 1984-ის ფინალურ ეტაპზე დააბრუნა და 1983 წელს ნაკრებში გიორგი ჰაჯის დებიუტის შესაძლებლობა მისცა. მისი ცხოვრების...

