„პარი სენ ჟერმენმა’’ შინ წააგო „ლიონთან’’ (1:2) და „პარიზიენმა’’ ამასთან დაკავშირებით დაწერა: „შემადგენლობაში ექვსი ცვილების მიუხედავად გუნდი კვლავ „ლივერპულზე’’ ფიქრობდა. ფეხბურთელები რეალობიდან უცნაურად გარიყულები ჩანდნენ და ამის გამო „ლიონმა’’ სინი მე-6 წუთზევე დასაჯა…’’. მართლა იმის ბრალი იყო პსჟ-ს ფეხის დაცდენა, რომ გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზეა გადართული თუ არა, ფაქტია, რომ მე-18 წუთზე აფონსო მორეირამ იმავე ენდრიკის პასით მეორეც შეაგდო. პარიზელებმა...
სიახლეები
სიახლეები
Sometimes it is easier to learn which advisors you should avoid versus learning how to select the best advisors. This can be tougher than it sounds because good and bad advisors look and sound a lot alike…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi. Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quam. Suspendisse viverra a turpis in sodales. Praesent faucibus mollis congue.
Cras erat leo, mollis sit amet lacus a, tristique euismod quame. Sed tincidunt porta velit, sed suscipit massa consequat sed. Integer est ante, dictum quis metus non, rhoncus accumsan ante. Quisque auctor justo eu odio tincidunt, vitae consectetur nulla consequat. Nam vel aliquet turpis, ac sollicitudin nisi.
In the latest installment of this series that goes inside the private working worlds of designers, Simone Rocha, founder and creative director of her own fashion line, discusses life in East London, the importance of shoes you can walk in, and fighting with her father.
Sign up for the Spotlight Newsletter:

ალ-ხელაიფი დოჰაში ჩარჩა
„პარი სენ ჟერმენის’’ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი დღეს „პარკ დე პრენსზე’’ „ჩელსისთან’’ შეხვედრას ალბათ ვერ დაესწრება. ის დოჰაში ჩარჩა, საიდანაც რეგიონში მიმდინარე ომის გამო ფრენები მინიმუმამდეა დაყვანილი. ალ-ხელაიფი ყატარს გასულ სამშაბათს, კონფლიქტის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ გაემგზავრა რათა ოჯახი ენახა, მაგრამ ჩასვლაც პრობლემური აღმოჩნდა. მან თავი ერ-რიადში ამოჰყო, საიდანაც დოჰასკენ უკვე ავტომობილით მოუხდა რვასაათიანი მგზავრობა. ახლა ალ-ხელაიფი უკან დაბრუნებას ცდილობს. მას...

მონატრებული მამარდა
„ლივერპულმა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტამბოლში, „გალათასარაისთან’’ 0:1 წააგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი გაიტანა გაბონელმა მარიო ლემინამ. მეორე ტაიმში გუნდებს VAR-მა თითო გოლი არ ჩაუთვალა, მასპინძლებს ოფსაიდის, ხოლო სტუმრებს ხელით თამაშის მიზეზით. სამშაბათს, 18 მარტს ბოლო ოთხ წელიწადში პირველად მეოთხედფინალში გასასვლელად მერსისაიდელებმა თურქულ გუნდს საპასუხო შეხვედრაში ორგოლიანი სხვაობით უნდა მოუგონ. ეს გახლდათ არნე სლოტის მეასე მატჩი „წითლების’’ თავკაცის რანგში. „სანი’’...

სრული ტური
გასულ უქმეებზე ეროვნული ლიგის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. ამჯერად ყველა შეხვედრა ჩატარდა. მოგეხსნებათ, პირველ ტურში დიდთოვლობის გამო სამი თამაში გადაიდო და ისინი 11 მარტს გაიმართება. გამარჯვებით გახსნა სეზონი ქვეყნის ბოლო ორი წლის ჩემპიონმა, „იბერიამ.“ თანაც გუგა ნერგაძის გუნდმა შარშანდელი მთავარი კონკურენტი, გორის „დილა“ დაამარცხა. იბერიელებმა გიორგი ჯინჯოლავას გატანილი პენალტით 1:0 მოიგეს. სხვათა შორის, ტრადიცია გაგრძელდა: „იბერიამ“ ხომ გასულ სეზონშიც ოთხივე...

პლატინი: ინფანტინოს ნაირი პრეზიდენტი ფეხბურთს არ სჭირდება
ბოლო რამდენიმე თვეა მსოფლიოში გამალებით ისმის ფიფას პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს კრიტიკა. ბევრს აღიზიანებს მისი ახლო ურთიერთობა პოლიტიკოსებთან, განსაკუთრებით აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამბობენ, რომ ინფანტინო დიდი პოლიტიკის კულუარებში ძრომით უფროა დაკავებული, ვიდრე ფეხბურთის ფასეულობებზე ზრუნვითა და მათი შენარჩუნებით. არ მოსწონთ მისი უკიდურესი სიფრთხილე მსოფლიოში მიმდინარე მსხვილ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტებთან დაკავშირებით. მართალია მან რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მალევე შემოიღო სანქციები...

იამალის გაყიდვა მეტისმეტი იქნებოდა
„პარი სენ ჟერმენი’’ და „ბარსელონა’’ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ერთმანეთს ასცდნენ, მაგრამ ევროპული ფეხბურთის ისტორიის ამ ეტაპზე ამ ორ კლუბს შორის მეტოქეობა წამითაც არ წყდება. 15 მარტის არჩევნებით დაკავებული „ბარსას’’ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მოგეხსენებათ ზედიზედ მეოთხედ აპირებს კატალონიური კლუბის თავკაცის სავარძლის შენარჩუნებას და გამალებული აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას. მისი მთავარი კონკურენტია ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი. კლუბის წინაშე თავისი დამსახურების ხაზგასასმელად 63 წლის ლაპორტამ...

ნუნუ, ჩელსისთან ფრთხილად!
„ჩელსისთან’’ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში „პარი სენ ჟერმენის’’ პორტუგალიელი მცველისთვის ნუნუ გომეშისთვის ყვითელი ბარათის მიღება შემდეგი მატჩის გამოტოვებას ნიშნავს. გომეშს უკვე აქვს ორი ყვითელი. აქამდე ის გასვლით შეხვედრებში გააფრთხილეს: „ბარსელონასთან’’ (2:1) და „ბაიერნთან’’ (1:2). პარიზელთა მეტოქის ბანაკში კი რისკის ქვეშ ორი ფეხბურთელია. ესენია ანდრეი სანტოსი და ენცო ფერნანდესი. არგენტინელი ფერნანდესი ის ფეხბურთელია, რომელიც მიმდინარე სეზონში ლონდონელებმა ყველაზე მეტჯერ ათამაშეს....

მბაპე რეალის ექიმებს აღარ ენდობა
მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კლუბის ექიმების მიმართ ნდობა დაკარგა და მოედანს მუხლის ტრავმის სრულად შეხორცებამდე არ დაბრუნდება. თავდამსხმელს დეკემბრიდან მუხლის მყესის დაჭიმულობა აწუხებს. მანამდე ის პარიზში ადგილობრივ სპეციალისტთან კონსულტაციისთვის ჩაფრინდა. ამ სეზონში კილიანმა ყველა ტურნირზე „რეალის“ შემადგენლობაში 33 მატჩში 38 ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე პასი გააკეთა. ფრანგი სამეფო კლუბში 2024 წლიდან თამაშობს.

მამარდა სტამბოლში ითამაშებს
გახსოვთ, ჩემპიონთა ლიგაში გიორგი მამარდაშვილის დებიუტი სტამბოლში, „გალათასარაის“ წინააღმდეგ მატჩისას შედგა და ჩანს, ახლაც, ლიგის მერვედფინალშიც ჩვენიანი დაიცავს „ლივერპულის“ კარს. საქმე ისაა, რომ მერსისაიდელთა მთავარმეკარე ალისონი ამ დილით, ვარჯიშზე დაშავდა და საექიმო შეიქნა. კი თქვეს, ტრავმა სერიოზული არ არისო, მაგრამ ექიმების რეკომენდაციით ალისონი არ გარისკავს და მატჩს შინ უყურებს, თამაშით კი 99-პროცენტიანი ალბათობით გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს. შეგახსენებთ, „გალათასარაი“ – „ლივერპულის“...

მეზობლები
NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა. საქმეში ორივე ქართველის გუნდი ვნახეთ, ორივემ მოიგო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლად არიან და ორივე ფლეი ოფის ზონაშია. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ „დალასს“ უმასპინძლა და 122:96 გაიმარჯვა. ჩვენიანი სათადარიგოთა შორის იყო და სათამაშოდ 17.32 წუთი მიეცა. სანდრო გუნდს 13 ქულით, 7 მოხსნით, 3 პასითა და თითო ჩაჭრა-დაფარებით შეეწია. მან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ექვსი ორქულიანიდან...

ერაყი თამაშის გადადებას ითხოვს
ერაყის ნაკრებს მსოფლიოს მოახლოებულ ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს. ერაყელები, რომლებიც მუნდიალზე თამაშს ორმოცი წელიწადი ელოდნენ, ახლა საერთაშორისო ფლეი-ოფში არიან გასულები. ისინი 31 მარტს ბოლივიასა და სურინამს შორის გამარჯვებულს უნდა შეხვდნენ. მოგების შემთხვევაში ერაყის ნაკრები I ჯგუფში მოხვდება საფრანგეთთან, სენეგალთან და ნორვეგიასთან ერთად. ფლეი-ოფის შეხვედრა გვადალახარაშია დანიშნული, მაგრამ შეხვედრამდე სამი კვირით ადრე ერაყელი ფეხბურთელები შეშფოთებულები ადევნებენ თვალს რეგიონში მიმდინარე საომარ...

პრობლემა ყველა რგოლში
ჟოაო ნევეში 25 თებერვლის შემდეგ აღარ გამოჩენილა. მან ბოლოს მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „პარკ დე პრენსზე’’ „მონაკოს’’ წინააღმდეგ (2:2). მას მერე ორი კვირა სრულდება, პსჟ კი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში უკვე „ჩელსის’’ ხვდება. „პარიზიენი’’ წერს, რომ ორკვირიანმა უმოქმედობამ პორტუგალიელ ნახევარმცველს პრაქტიკა მოაკლო, განსაკუთრებით ფიზიკურ ორთაბრძოლებში, რითაც ინგლისური პრემიერლიგის გუნდები არიან ცნობილები. 25 თებერვლის შემდეგ ფეხბურთელი ნატკენ კოჭს მკურნალობდა....

ჩავი: მესის ბარსაში დაბრუნება ლაპირტამ ჩაშალა
ახლოვდება „ბარსელონას’’ პრეზიდენტის არჩევნები (15 მარტი) და პრესაში სულ უფრო მეტი იწერება კანდიდატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. კენჭს კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც იყრის, ლეგენდარული ჩავი კი მისი მოწინააღმდეგის ვიქტორ ფონტის ბანაკშია. ჩავიმ La Vanguardia-სთან ინტერვიუში ისეთი ამბები გაიხსენა, რომლებმაც ამომრჩეველი ლაპორტას წინააღმდეგ უნდა განაწყოს. ჩავი 2021-24 წლებში „ბარსას’’ წვრთნიდა. ის იგონებს, რომ 2023-ში ლეო მესის „კამპ ნოუზე’’ დასაბრუნებლად ყველაფერი მზად...

