ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს. პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ჟოაო ნევეშმა თქვა:
„ძალიან მიხარია. უკვე მეორედ ვიგებ ჩემპიონთა ლიგას. მეტსაც გეტყვით, მახარებს არა თავად გამარჯვება, არამედ ის, რომ ასეთი თანაგუნდელების მხარდამხარ, ასეთი ხალხის ხელმძღვანელობით ვთამაშობ, ასეთ პერსონალთან ვარ. „პარი სენ ჟერმენში“ გადმოსვლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. აქ ყველაფერი მომწონს. დღეს ჩვენ გამარჯვებას ვიმსახურებდით, რადგან მოედანზე ერთადერთი გუნდი, რომელსაც ფეხბურთის თამაში უნდოდა პსჟ იყო.
წლევანდელი ფინალი განსხვავებული გამოვიდა. უფრო ძნელი იყო, უფრო ძალისმიერი. ჩვენ როგორც მოქმედი გამარჯვებულები ტიტულს ვიცავდით. უკვე „პარი სენ ჟერმენის“ ისტორიის ნაწილი ვართ. ბედნიერები ვართ. ახლა თანაგუნდელებთან ერთად ზეიმი მინდა“.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
