საქართველოს ბორჯღალოსნები კვირას, 15 თებერვალს „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩს გამართავენ. მარკო ბორტოლამის ბიჭები 16 საათზე ნიდერლანდების ნაკრებს შეერკინებიან, რომელმაც პირველ ტურში ესპანეთს ბრძოლა კი გაუმართა, მაგრამ მაინც დამარცხდა – 33:51. საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფის ლიდერია, რადგან პირველ ტურში უფრო დიდი სხვაობით იმარჯვა – შვეიცარია ივერდონში 54:3 დაამარცხა. ქართველთა 34-კაციანი გაფართოებული…
ჩრდილო ირლანდიის ნაკრების მწვრთნელი მაიკლ ო’ნილი ამბობს, რომ ერთა ლიგის B2 ჯგუფში იოლი თამაშები არ იქნება ― ბრიუსელში ჩატარებულმა კენჭისყრამ ერთად შეყარა უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილო ირლანდია. ერთა ლიგამდე, რომლის გათამაშებაც სექტემბერში იწყება, ჩრდილო ირლანდიელებს მარტში მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი-ოფში უწევთ იტალიასთან შეხვედრა. ამ ბრიტანულ გუნდს მუნდიალზე 1986 წლის შემდეგ არ უთამაშია. რაც შეეხება ერთა…
უნგრულმა გამოცემამ „ნემზეთი შპორტმა’’ (ეროვნული სპორტი) ერთა ლიგის კენჭისყრას მიუძღვნა რამდენიმე წერილი: B2 ჯგუფში მოხვდნენ უნგრეთი, უკრაინა, საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია. უნგრელმა ჟურნალისტებმა დაახასიათეს თავიანთი ნაკრების სამივე მეტოქე. საქართველოს ნაკრების დახასიათებას მისი ფრანგი მწვრთნელის ვილი სანიოლის კომენტარიც დაურთეს. გაზეთმა, რომელიც უნგრეთში 1903 წლიდან გამოიცემა დაწერა: „ბევრს ახსოვს საქართველოს ნაკრების ფანტასტიკური გამოსვლა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე….
ხუთშაბათს ბრიუსელში გაიმართა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B2 ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდილო ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან ერთად. წილისყრის შედეგებზე უნგრულ „ნემზეთი შპორტთან’’ ინტერვიუში თავისი აზრი გამოთქვა უნგრეთის ნაკრების იტალიელმა მწვრთნელმა 61 წლის მარკო როსიმ. „კარგია, რომ არ შევხვდით ისეთ ძლიერ გუნდებს როგორებიც არიან შვეიცარია და ავსტრია, მაგრამ ჯგუფში მაინც ძლიერი მოწინააღმდეგეები…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes