წელი: 2025

Home 2025
მსაჯობა ნაპოლისა და ინტერის შეხვედრაში
ჩანაწერი

მსაჯობა ნაპოლისა და ინტერის შეხვედრაში

იტალიის სერია A-ში მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა: „ნაპოლიმ’’ „ინტერს’’ უმასპინძლა. მატჩი დასრულდა 1:1. ანგარიში 22-ე წუთზე სტუმარმა ფედერიკო დი მარკომ ეფექტური საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ მეორეტაიმში მასპინძლების დაჟინებულმა შეტევამ 87-ე წუთზე შედეგი მოიტანა ― დანიელმა ფილიპ ბილინგმა „აძურის’’ ქულა გადაურჩინა. მატჩის დამთავრების შემდეგ „შავ-ლურჯების’’ თავკაცმა სიმონე ინძაგიმ თქვა: „რთული შეხვედრა იყო, რომლის პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ....

პსჟ-მ შოუ დადგა, კვარამ ნახევარი საათი ითამაშა
ჩანაწერი

პსჟ-მ შოუ დადგა, კვარამ ნახევარი საათი ითამაშა

„პარი სენ ჟერმენმა’’ „ლილთან’’ შეხვედრის პირველ ტაიმში მთელი დატვირთვით ითამაშა და მეტოქეს ყველა პარამეტრით აჯობა – 4:1. ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან’’ მერვედფინალური დაპირისპირებამდე რამდენიმე დღით ადრე პარიზელებმა კარგი განწყობა შეიქმნეს. ხვიჩა კვარაცხელია თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო. მან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ოსმან დემბელე შეცვალა. დემბელეზე maxifoot-მა ასე დაწერა: „მან ამ შეხვედრაში მარჯვენა ფრთაზე ითამაშა და ამ პოზიციაზეც...

ანასტასიას და ლუკას მსოფლიო…
ჩანაწერი

ანასტასიას და ლუკას მსოფლიო…

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის, სპორტულ წყვილებში, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. საქართველოს წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი დაიკავეს, ორი გამოსვლის ჯამში 191.01 ქულა დააგროვეს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმეს.  

ავჭალაში მუხებთან 30-ე
ჩანაწერი

ავჭალაში მუხებთან 30-ე

კვირას, 2 მარტს, 15.00 საათზე „ავჭალაზე“ საქართველოსა და რუმინეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მატჩი დაიწყება, რომელიც ამ გუნდებისთვის 30-ე დაპირისპირება იქნება. კვირას ავჭალაში „რაგბი ევროპის“ 2025 წლის ჩემპიონატის ფინალისტი გამოვლინდება და გაირკვევა, საქართველო გააგრძელებს მე-17 ჩემპიონობისკენ გზას თუ რუმინეთი მე-6 ტიტულზე ოცნებას შეინარჩუნებს. დიახ, ასეა, სწორედ ამ ნაკრებებს აქვთ მოგებული ხსენებული ტურნირის საჩემპიონო ტიტულების თითქმის აბსოლუტური...

გოლების გადანაწილება პარი სენ ჟერმენში
ჩანაწერი

გოლების გადანაწილება პარი სენ ჟერმენში

„თუ გამოჩნდება ფეხბურთელი რომელიც 40 გოლს გაიტანს ჩვენ მას რასაკვირველია კარს არ დავუკეტავთ, მაგრამ თუ გვეყოლება ოთხი მოთამაშე, რომლებიც 12-12 გოლს გაიტანენ, გოლების რაოდენობა ჯამში 48 გამოვა და ეს უკეთესი იქნება’’, ― თქვა „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ, რომელმაც კილიან მბაპეს „რეალში’’ გადასვლის შემდეგ თამამი ნაბიჯი გადადგა. როგორც პორტალი maxifoot წერს ესპანელმა უარი თქვა...

მესი: პარიზში ორი ცუდი წელი გავატარე
ჩანაწერი

მესი: პარიზში ორი ცუდი წელი გავატარე

ლეო მესიმ Apple Music-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა სადაც მან თქვა, რომ აშშ-ში ყოფნით ბედნიერია: „აქ ცხოვრება სიამოვნებას მანიჭებს. მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. მსიამოვნებს ყოველდღიური ვარჯიში, მატჩები, მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახთან ყოფნა. გულწრფელად გეუბნებით, აქაური ყოველდღიურობა თავს ბედნიერად მაგრძნობინებს. მომავალზე ბევრს არც კი ვფიქრობ’’. „ოქროს ბურთის’’ რვაგზის ლაურეატის ამ განწყობას საერთო არაფერი აქვს მის 2021-23 წლების განწყობასთან, როდესაც...

ფენომენმა მეთერთმეტედ გააუმჯობესა რეკორდი
ჩანაწერი

ფენომენმა მეთერთმეტედ გააუმჯობესა რეკორდი

25 წლის შვედმა ფენომენმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა არმანდ დუპლანტისმა კიდევ ერთხელ გააუმჯობესა მსოფლიო რეკორდი ჭოკით ხტომაში: 6.27 მეტრი! მან თავის წინა რეკორს ერთი სანტიმეტრით აჯობა. ეს წუხელ საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში ჭოკით მხტომელთა მეათე „ოლ სტარზე” მოხდა. დუპლანტისის გამოსვლას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ. ვარსკვლავმა იმედი არ გააცრუა. ის 5.65-სა და 5.91-ს პირველივე ცდიდან გადაევლო, შემდეგ კი დაიპყრო...

35 წლის შემდეგ… უკან სსრკ-ში
ჩანაწერი

35 წლის შემდეგ… უკან სსრკ-ში

ყინვამ მოუჭირა… დასავლეთ საქართველოში ბარდნის… ქუჩები დათოვლილია, საფეხბურთო მოედნებიც, რასაკვირველია… ჩვენ კი ეროვნულ ლიგას ვიწყებთ… 28 თებერვალს, პარასკევს, ჩემპიონი იბერია შარშან გავარდნას ფლეი ოფით გადარჩენილ თელავს მიიღებს… თითქმის 35 წელიწადი გავიდა… ქვეყნის უმთავრესი სარბიელი მაყურებელს ვერ იტევდა – 1990 წლის 30 მარტს ფეხბურთში საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. იმ დღეს, სტადიონზე მისული და ტელევიზორებს მიჯაჭვული ათიათასობით...

ჩალჰანოღლუ თუ ლობოტკა?
ჩანაწერი

ჩალჰანოღლუ თუ ლობოტკა?

„გაძეტა დელო სპორტთან’’ ინტერვიუში ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა მარჩელო ლიპიმ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ გუნდზე „ნაპოლიზე’’ და მის „ინტერთან’’ მოახლოებულ შეხვედრაზე ილაპარაკა. …ორი გუნდის ასეთ დაპირისპირებას არ ველოდი, – თქვა ლიპიმ, – მჯეროდა, რომ ფავორიტები „ინტერი’’, „ნაპოლი’’ და „იუვე’’ იყვნენ, მაგრამ ინძაგის გუნდი კონკურენტებს სჯობს. მას ახლაც შეუძლია კიდევ უფრო გაძლიერდეს. ამასობაში „ნაპოლიმ’’ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და...

ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!
ჩანაწერი

ბარსელონა გაგიჟდა: უკან მომავალში!

კატალონიაში გიჟური კვირაა. რამდენიმე წყარომ ერთდროულად გამოაქვეყნა, რომ „ბარსელონაში’’ შეიძლება ნეიმარი და ლეო მესი დაბრუნდენენ. მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ექვსი თვით „სანტოსში’’ გადავიდა და ზაფხულში თავისუფლდება. თუ რამემ ხელი არ შეუშალა მომავალი სეზონიდან ის შეძლებს კვლავ მოირგოს იმ კლუბის მაისურა, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. იმავდროულად, მესისთან დაახლოებულმა მავანმა არგენტინელმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ „ოქროს ბურთის’’ რვაგზის მფლობელს...