
ეროვნული ლიგის 23-ე ტურს სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შეუტანია. პირველ და მეორეადგილოსნებს შორის სხვაობა ისევ ორი ქულაა.
„იბერიამ“ მინიმალური ანგარიშით აჯობა წყალტუბოში კაცნაკლულ „სამგურალს.“ (მასპინძელთა კაპიტანმა, დემურ ჩიხლაძემ 23-ე წუთზე მეორე ყვითელი მიიღო). ერთადერთი გოლი კი 49-ე წუთზე 20 წლის ნახევარმცველმა, ნიკოლოზ დადიანმა გაიტანა.
ასეთივე ანგარიშით იმარჯვა იბერიელთა უშუალო მდევარმა „დილამ.“ გორელებმა საკუთრ „თენგიზ ბურჯანაძეზე“ ლექსანდრე ანდრონიკაშვილის პენალტით მოუგეს თელაველებს.
„დინამო“ და „გარეჯი“’ უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს. ეს საგარეჯოელთა ზედიზედ მესამე ფრე გახლდათ.
„გაგრამ“ კი აუტსაიდერი „კოლხეთი“ 2:1 დაამარცხა და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა. ეს გაგრელთა მიჯრით მესამე გამარჯვება გახლდათ.
ახლა სანაკრებო პაუზის კვალად ეროვნულ ლიგაში მცირე შესვენება გამოცხადდება და 24-ე ტური 13-14 სექტემბერს გაიმართება.
სამგურალი 0:1 იბერია
0:1 დადიანი (49)
გაძევება: ჩიხლაძე (23) – სამგურალი
დინამო 0:0 გარეჯი
ბათუმი 2:2 ტორპედო
1:0 კირკიტაძე (1), 1:1 ანდრიჩი (35), 1:2 იონსენი (40), 2:2 მარა (82)
კოლხეთი 1:2 გაგრა
0:1 ხარებავა (22 საკ. კარში), 1:1 ფაჩულია (36), 1:2 კლაუდინეი (88)
დილა 1:0 თელავი
1:0 ანდრონიკაშვილი (52)
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი19/06/2026 | 20:13რუსთავი – ახალი ლიდერი
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:28ქეცბამ მეორედ წააგო
მთავარი ამბავი15/06/2026 | 19:12კუკურელია რეალში
სიახლეები31/05/2026 | 18:26კვარაცხელიების პენალტები
