„იბერიას“ ვერავინ აჩერებს. ლევან კორღალიძის გუნდმა ეროვნული ლიგის მე-14 ტურში „სამგურალი“ 2:1 დაამარცხა და უშუალო მდევარს 10 ქულით გაუსწრო. უშუალო მდევარი კი ამჯერად გორის „დილაა“, რომელმაც თელავში კახური კლუბი დაამარცხა და მეორე ადგილზე დადგა. თელაველები ორჯერ უგებდნენ გორელებს, მაგრამ სტუმრებმა ბოლოსკენ მაინც იძალეს. „დინამომ“ „გარეჯს“ 2:1 მოუგო და მესამე ადგილზე აინაცვლა. ორიდან ერთი გოლი საქართველოს...
ნაპოლი დე ბრუინის ყიდვასთან ახლოს არის
ბოლო დღეებში კევინ დე ბრუინი რამდენჯერმე დაუკავშირეს „ნაპოლის’’. იტალიურ კლუბსა და „მანჩესტერ სიტის’’ ვარსკვლავს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ნეაპოლელი გულშემატკივარი ოპტიმიზმით არის სავსე. „სპორტიტალიას’’ ექსპერტმა ალფრედო პედულამ ბელგიელი ვეტერანის შესახებ სატელევიზიო გამოსვლისას თქვა: „დე ბრუინის ვარიანტი რეალურია. ზოგი ამბობს, რომ ეს აბსურდული ჭორებია, მაგრამ ასე არ არის. შეთავაზება კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა. ლაპარაკია...
ლიონში მღელვარებაა მოსალოდნელი
ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ შაბათს, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ბოლო შეხვედრაში „გრუპამა სთეუმზე’’ „ანჟეს’’ უმასპინძლებს და არის საშიშროება, რომ ტრიბუნები კლუბის მეპატრონის ამერიკელი ჯონ ტექსტორის წინააღმდეგ ობსტრუქციას მოაწყობენ. წინა ტურში „ლიონმა’’ მონაკოში ითამაშა და მიუხედავად იმისა რომ სტუმრად იყვნენ, ლიონელმა გულშემატკივრებმა ტექსტორს „ლუი II’’-ის სტადიონზეც უსტვინეს. ამერიკელმა ვითარების ჩაცხრობა სცადა, ფანებთან მივიდა და ფანებს კლუბის ყველანა...
დავიდე გოლიათ მამას შორდება
კარლო ანჩელოტი „რეალიდან’’ მიდის, ის ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი გახდა. მამასთან ერთად მადრიდიდან წავა მისი 35 წლის ვაჟი დავიდეც, რომელიც „ლოს ბლანკოსში’’ ოთხი წლის განმავლობაში ასისტენტად მუშაობდა. ესპანეთის დედაქალაქის გარდა დავიდე მამის თანაშემწე იყო „ევერტონში’’, „ნაპოლისა’’ და „ბაიერნში’’, ახლა კი პირველი დამოუკიდებელი სამუშაოს შოვნას ესწრაფვის. იტალიური მედია დაბეჯითებით წერს, რომ უმცროს ანჩელოტის „კომოსთან’’ აქვს მოლაპარაკებები, ესპანურმა...
კარლო ბრაზილიელი
დადასტურდა: ბრაზილიის ნაკრები მწვრთნელად 65 წლის იტალიელი კარლო ანჩელოტი დაინიშნა. „ჩვენ ერთად უნდა დავწეროთ ახალი ისტორია. მთელ მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ დიდი მიზნები გვაქვს. მალე, ბრაზილია, ისევ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იქნება“, – თქვა ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო გონსალესმა. იტალიელი მწვრთნელი, რომელსაც მადრიდის „რეალში“ აწ უკვე „ლევერკუზენის“ ყოფილი თმწვრთნელი ჩაბი ალონსო შეცვლის, ბრაზილიაში მუშაობას ამ თვის...
დიდი 10 ბათუმურად
2024-2025 წლების დიდი 10-ის სეზონის გადამწყვეტ მატჩში „ბათუმმა“ ქუთაისის „აიას“ 14:10 მოუგო და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეხუთედ დაეუფლა. არადა მატჩი ქუთაისში, „აია არენაზე“ იმართებოდა და ამ მხრივ მასპინძლებს უპირატესობა უნდა ჰქონოდათ, მაგრამ ბათუმურ გუნდს ზღვისპირეთიდან იმდენი ქომაგი წაჰყვა, რომ ტრიბუნებზეც ფაქტობრივად ისეთივე მდგომარეობა იყო, როგორიც სათამაშო მოედანზე. ეს იყო ორი კარგი გუნდის უდაძაბულესი და უდრამატულესი...
მამა ინძაგი ვისაც უნდა იმას შეაგინებს
სიმონე და ფილიპო ინძაგების მამას ჯანკარლო ჰქვია. ის 77 წლისაა. მოგეხსენებათ, სიმონე ინძაგი „ინტერის’’ მწვრთნელია, რომელმაც „ნერაძური’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და 31 მაისს მიუნხენში „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა შეხვდეს. ფილიპო კი „პიზას’’ თავკაცია. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სერია A-ში დაბრუნდა. ჯანკარლო ინძაგიმ „ლა რეპუბლიკას’’ მისცა ინტერვიუ. „სიმონე და ფილიპო ასეთები რომ არიან, ჩემი ცოლის მარინას...
სად წავა პსჟ პარკ დე პრენსიდან?
„პარი სენ ჟერმენი’’ „პარკ დე პრენსზე’’ 1974 წლიდან ბინადრობს, მაგრამ შესაძლოა კლუბს საფრანგეთის დედაქალაქის მე-16 ოლქის დატოვება და ექსკლუზიურად მისთვის აშენებულ ახალ სტადიონზე გადაბარგება მოუწიოს. ამ პერსპექტივამ კლუბის ფანები ორ ნაწილად გაჰყო. „ქალაქის ხელმძღვანელობა სხვა შანსს არ გვიტოვებს’’, ― თქვა გასული წლის ნოემბერში პსჟ-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ. „პარკ დე პრენსის’’ მეპატრონე პარიზის მერიაა. ჟურნალისტი ფელიქს...
დემბელე და თითქმის მთელი პარიზი
ოსმან დემბელე ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „პარი სენ ჟერმენის’’ ათ ნომერს ჯილდო საფრანგეთის ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა გადასცა. შეგახსენებთ, რომ დემბელე იმავდროულად ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირიცაა. „პარიზიენი’’ აღნიშნავს, რომ ვარსკვლავმა დაჯილდოების ცერემონიალზე დასმულ კითხვებს იუმორნარევი პასუხები გასცა. ასე მაგალითად, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რას იტყვის ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე, რომელიც პსჟ-ში ლუის ენრიკემ შეურჩია, დემბელემ...
დარჩება კონტე ნეაპოლში?
დღეს ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი გუნდი „ნაპოლი’’ „ჯენოას’’ მასპინძლობს. ნეაპოლელები სკუდეტოსთვის იბრძვიან. ყველაფერი მათ ხელშია, ისინი „ინტერს’’ 3 ქულით უსწრებენ, სეზონის დამთავრებამდე კი 3 ტურია: წინ არის მატჩები „ჯენოასთან’’, „პარმასა’’ და „კალიარისთან’’. თუ „აძური’’ ყველა თამაშს მოიგებს, მდევარი ვერ დაეწევა. გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე პატრეტოპეელთა თავკაც ანტონიო კონტეს მისი მომავლის შესახებაც ჰკითხეს. დარჩება თუ არა „ნაპოლის’’ მწვრთნელი თანამდებობაზე...









