„ლევერკუზენი’’ ჩაბი ალონსოს შემცვლელს ეძებს. ალონსო დიდი ალბათობით „რეალში’’ გადავა. მადრიდელები მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში ახალი ძალით შეუდგებიან.
ალონსოსთან მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ „სანტიაგო ბერნაბეუს’’ ლეგენდარული იტალიელი კარლო ანჩელოტი ტოვებს და მართალია მის ბრაზილიის ნაკრებში გადასვლას ჯერჯერობით ვერავინ ადასტურებს, მაგრამ ესპანეთის დედაქალაქიდან რომ აიბარგება ამას წყალი არ გაუვა.
„ლევერკუზენის’’ ბუნდესლიგური სეზონი 17 მაისს მთავრდება. „რეალი’’ იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსოს აშშ-ში კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებამდე გადაიბირებს. კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი ივნისის შუაში იწყება.
გერმანული კლუბი საკითხს პრაგმატულად უდგება. მის ხელმძღვანელებს კარგად ესმით, რომ ალონსოს „რეალში’’ მუშაობა სურს და პრობლემებს არ ქმნიან. ჩაბი ალონსო 2009-14 წლებში „ბლანკოსის’’ ფეხბურთელი იყო. როგორც ამბობენ, „ლევერკუზენის’’ აღმასრულებელი დირექტორი ფერნანდო კარო სამსახურს „ბარსელონას’’ ყოფილ თავკაცს ჩავის სთავაზობს.
„კიკერი’’ წერს, რომ გერმანული კლუბის სამიზნე ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგიც არის, რომელიც ოქტომბერში „მანჩესტერ იუნაიტედს’’ დაშორდა და დიდ ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას ცდილობს.
ავტორის პროფილი
- კობა ინასარიძე–ანი ინასარიძის და ექსკლუზიური მასალების მამა. ხშირად შემჩნეულია ქართულ ფეხბურთში არსებული განუკითხაობისა და არაპროფესიონალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დელიკატესებიდან უყვარს "სარბიელი", ლუდი და გერმანიის ნაკრები.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/06/2026 | 16:59კითხვა შეერთებული შტატების საკონსულოს: იცით, ამერიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი რომ ტარდება?
მთავარი ამბავი07/06/2026 | 22:36ერიქსენი სიკვდილს მოედანზე ეთამაშება
დავთარი16/11/2025 | 20:50წახვალ, ვილი ???
კატეგორიის გარეშე06/05/2025 | 08:06პლატინის გუნდი აღზევდა
