პოდგორიცაში ძიუდოსტთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეულმა გუნდმა ოქროს მედლებით დახურა… ფინალამდე მაგრად ვიარეთ: ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილმა შეგირდებმა მერვედფინალში აზერბაიჯანი 4:0 დაამარცხეს. მოგებები სოფიო სომხიშვილმა, გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა მიითვალეს; მეოთხედფინალში ავსტრიას 4:1 ვძლიეთ. ნაკრებს ქულები თუშიშვილმა, ლიპარტელიანმა, მარიამ ჭანტურიამ და ლუკა მაისურაძემ მოუტანეს, ხოლო შავდათუაშვილმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო; ნახევარფინალში...
რაგბის ახალი თავი
საქართველოს რაგბის კავშირის საერთო კრებამ რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები აირჩია. ხმათა უმრავლესობით, მომავალი 4 წლის განმავლობაში რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემალაძე შეცვალა, რომელიც ქართულ რაგბს 4 წელიწადი თავკაცობდა – 2021 წლიდან დღემდე. 40 წლის დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს ჰქონდაა და ბორჯღალოსნების კვართით ყველაზე მეტი – 122...
ჰოკეისტებმა მსოფლიო მოგებით დაიწყეს
ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში დაიწყო ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ტურნირი, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ჩვენების გარდა ტურნირში მასპინძლები, ისლანდიაი, ბულგარეთი, ჩინეთის ტაიპეი და ტაილანდი მონაწილეობენ. საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ისლანდიასთან გამართა და 4:0 დაამარცხა. ანგარიში პირველ პერიოდში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ნიკიტა ბუკიამა გახსნა, ვინაც მეორე პერიოდში დუბლი მიითვალა. ამავე მონაკვეთში...
ხალხი პარიზელთა გამარჯვებას ელის
ბოლო დეკადის წარუმატებლობათა მიუხედავად პარიზელი გულშემატკივარი ოპტიმისტურად არის განწყობილი. დამოუკიდებელი საკვლევაძიებო ინსტიტუტის Odoxa-ს მიერ ტოტალიზატორ Winamax-ისა და მედია ჯგუფ RTL-ისთვის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივართა 85% დარწმუნებულია, რომ მათი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა ანუ ნახევარფინალში „არსენალის’’ ბარიერს დაძლევს. ...
ზურიკო კარგია, სენტ ეტიენი – ცუდი
„სტრასბურგმა’’ „სენტ ეტიენს’’ აჯობა ― 3:1. რონის გუნდს ცუდად აქვს საქმე, 31 ტურის შემდეგ 27 ქულით მე-17 ადგილზეა და თუ სეზონს ამ პოზიციაზე დაასრულებს, გავარდება. ის ორი ქულით ჩამორჩება „ლე ავრს’’, რომლის მე-16 ადგილი ფლეი-ოფში თამაშის და გადარჩენის შანსს იძლევა. „სენტ ეტიენის’’ თამაშში ქართველ გულშემატკივარს მხოლოდ ის მოეწონებოდა, რომ მისი ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა....
ლიონი იშტაზეა
წინა ტურში სენტ ეტიენში 1:2 დამარცხების შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის „ლიონი’’ სწრაფად მოეგო გონს და შინ „რენი’’ შთამბეჭდავად დაამარცხა ― 4:1. ლიონელები მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში თამაშისთვის იბრძვიან. „ლე გონის’’ ანუ „ბიჭების’’ გოლები გაიტანეს მალიკ ფოფანამ, კორენტენ ტოლისომ, ალექსანდრ ლაკაზეტმა და შეცვლაზე შესულმა გიორგი მიქუტაძემ, რომელსაც იმ 15 წუთში რაც მოედანზე დაჰყო, კიდევ შეეძლო ერთი გოლის...
…შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა [VIDEO]
საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონი“ საკუთრ მოედანზე „რენს“ შეხვდა და 4:1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა, რაშიც ვიდეოდან დარწმუნდებით…
ილიას ოქრო
პოდგორიცაში დასრულდა ძიუდოისტთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი. საქართველოს დელეგაციამ მედალი ბოლო დღესაც მიითვალა… თანაც ოქრო… ილია სულამანიძე (100 კგ.) ევროპის ჩემპიონი გახდა. ჩვენებური პირველი წრიდან თავისუფალი იყო, მედლისკენ მიმავალ გზას კი სერბი ალექსანდრ კუკოლის ძლევით შეუდგა; მეოთხედფინალში იტალიელ ჯენარო პირელის იუკოთი აჯობა; ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელი არმან ადამიანს ვაზარით სძლია. ყველას გემახსოვრებათ 2024 წლის ოლიმპიური ფინალი, სადაც...
ლუის ენრიკე არტეტასთვის მინიშნების მიცემას არ აპირებს
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მარცხი იწვნია. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ლუის ენრიკეს გუნდი „ნიცამ’’ დაამარცხა ― 3:1. მატჩის შემდეგ მასპინძლეთა ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ შეშფოთებული არ არის. გთავაზობთ, პრესკონფერენციის ამონარიდებს. – როგორ გრძნობთ თავს დამარცხების შემდეგ? – უპირველეს ყოვლისა მინდა „ნიცას’’ გამარჯვება მივულოცო. მათი ეფექტურობა 100%-ს უდრიდა. პირველ...
პარიზის საპოვნელად დარჩა ოთხი დღე
„პარი სენ ჟერმენის’’ დაუმარცხებელი სეზონი არ შედგა. როგორც „პარიზიენი’’ წერს გუნდის მიმართ ეჭვები გაჩნდა, თან ყველაზე ცუდ მომენტში. ლუის ენრიკეს ფეხბურთელები არ ელოდნენ, რომ 25 აპრილს „პარკ დე პრენსს’’ ამდენი პრობლემით დამძიმებულები დატოვებდნენ. ეს იყო მეორე მარცხი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან’’ 2:3-ის შემდეგ ― ოთხი თამაშიდან ორი წაგება. დანარჩენი ორი შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქის...






![Mikautadze …შევიდა და ერთ წუთში სუპერგოლი გაიტანა [VIDEO]](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/04/Mikautadze.jpg)


