გასულ უქმეებზე ქართველი ლეგიონერები საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგებში არასრული შემადგენლობით იყვნენ წარმოდგენილნი, რადგან მათი გარკვეული ნაწილი თბილისში რუმინეთს ამარცხებდა. ჰოდა, საფრანგეთში ძირითადად ან ძველი ბორჯღალოსნები დარჩნენ, ან მომავალი. ინდივიდუალურად თავი მხოლოდ ერთმა ჩვენებურმა გამოიჩინა – „ორიაკის“ ახალგაზრდა კვაჭმა ბასა ხონელიძემ. თუმცა, სჯობს ამბებს თანმიმდევრობით მივყვეთ. ტოპ 14 ლიგის ლიდერად „ტულუზი“ დარჩა, რომელმაც ბოლო ადგილზე დაბრუნებული...
ბასილაშვილს ძირითადამდე იაპონელი აშორებს
ინდიან უელსის 1000-იან მასტერსის ძირითად ბადეში მოსახვედრად ნიკოლოზ ბასილაშვილს ერთი მოგება აშორებს. ჩვენიანმა კვალიფიკაციის საწყის რაუნდში ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი 6:2; 6:4 დაამარცხა. მატჩში ძირითადად ერთმანეთის შეცდომების ხარჯზე მიმდინარეობდა. ნიკოლოზმა მეტოქეზე ოდნავ ნაკლები შეცდომა დაუშვა. ამასთან, სწორედ საჭირო მომენტში ყოჩაღობდა და ცხრიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად ჩაწოდება კი ერთხელ დათმო. მატჩი საათსა და 11 წუთს გაგრძელდა....
ლივერპულს ბროკოლის არ ეშინია
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ წყვილში, რომელიც „პარი სენ ჟერმენისა’’ და „ლივერპულისგან’’ შედგება, ფავორიტად ინგლისური გუნდი ითვლება. მიზეზი მარტივია: გარდა იმისა, რომ „წითლები’’ სადღეისოდ კარგ ფორმაში არიან, ისინი ისტორიაში ექვსჯერ ფლობდნენ თასს და კიდევ ოთხჯერ ფინალში იყვნენ. „პარი სენ ჟერმენმა’’ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მხოლოდ ერთხელ მიაღწია ― 2020 წელს „ბაიერნთან’’ წააგო 0:1. ფრანგული პრესა წერს, რომ...
ლივერპულთან პარიზელებს მასა უმსაჯებს
„პარი სენ ჟერმენი’’ და იტალიელი მსაჯი დავიდე მასა ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „პარკ დე პრენსზე’’ კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს. კვლავ იმიტომ, რომ მასა და პარიზული გუნდი სულ რაღაც ერთი თვის წინ, 29 იანვარს შტუტგარტშიც გადაიკვეთნენ. იმ დღეს პსჟ-მ 4:1 მოიგო. ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება არ ჰქონდა. მასამ ჟოაო ნევეშს და ორ...



