გასულ უქმეებზე საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში შესაბამისად მე-20 და 24-ე ტურები გაიმართა, რომლებშიც ჯამურად 32-მა ქართველმა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა. სასიამოვნოა, რომ სამმა მათგანმა თავი ლელოს გატანით ისახელა. ტოპ 14 პარიზის „სტად ფრანსე“ სუსტ სეზონს ატარებს. გასულ ტურში საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა „მონპელიესთან“ სტუმრად 32:38 წააგო და სანუგეშო ბონუსიც ვერ მიიღო, არადა 48-ე წუთამდე [...]
ჰეთ-თრიქი და ზედიზედ მეოთხე მარცხი
ეროვნული ლიგის მე-5 ტური ერთობ უხვგოლიანი გამოდგა, თუმც 11 გოლიდან 7 გორში გავიდა, სადაც „დილამ“ „თელავს“ უმასპინძლა – 6:1. ვნახეთ სეზონის პირველი ჰეთ-თრიქიც, რომელიც გორელთა 25 წლის თავდამსხმელმა, შოთა შეყილაძემ შეასრულა. ასევე გამოსარჩევია თელაველთა 17 წლის დებიუტანტის დავით კუტალიას გოლი. დავითმა პირდაპირ კუთხურიდან „ჩაახვია“ ბურთი მეტოქის კარის ბადეში. „ბათუმმა“ „ტორპედოს“ რევაზ ინჯგიას ერთადერთი გოლით მოუგო. [...]
გოგა იგებს, სანდრო აგებს
NBA-ში მორიგი სათამაშო დღე იყო, მოედანზე ორივე ქართველი ვიხილეთ და მათგან ერთმა მოიგო. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „საკრამენტო კინგსი“ 121:91 დაამარცხა, რაშიც, თავისი არც თუ უმინშვნელო წვლილი გოგამაც დაიდო. ბითაძე სათადარიგო იყო და პარკეტზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც ორმაგი დუბლი შეასრულა –12 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, თითო ჩაჭრა და დაფარება. ქართველმა ცენტრმა ცხრიდან [...]
ზურიკოს პასი, ხვიჩას – გოლი
სანაკრებო პაუზის შემდეგ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მასპინძლობს. მასპინძელთა ქართველი გუნდს საგოლე პასით შეეწია, სტუმართა ქართველმა კი 1:1-ზე მისი გუნდი მოხდენილი გუნდით დააწინაურა. მე-60 წუთზე ანგარიში უკვე 1:4 იყო, როცა ორივე ქართველი თითქმის ერთდროულად შეცვალეს.
ჟორჟი: მეხუთე თამაში, მერვე გოლი [ვიდეო]…
გიორგი მიქაუტაძე ჩინებულ სერიას განაგრძობს – საქართველოს ნაკრებიდან დაბრუნებულმა ფორვარდმა გოლი „ლიონშიც“ გაიტანა, თუმცა, მისი გუნდი „სტრასბურგთან“ გასვლით მატჩში 2:4 დამარცხდა. მიქაუტაძეს 0:0-ზეც ჰქონდა შანსი, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. მატჩის ბოლოს კი პენალტი ზუსტად შეასრულა. 13 მარტის შემდეგ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე (საქართველოს ნაკრების ჩათვლით) 5 თამაშში 8 გოლი და 5 საგოლე [...]
მარიამობას ესპანეთთან…
ლატვიის დედაქალაქ რიგაში გაიმარული ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ კალენდარიც დადგინდა და გადაწყდა, რომ საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე გამოსვლა მარამობის დღესასწაულზე ესპნაეთთან მატჩით დაიწყებს. შეგახსენეთ, რომ საქართველოს ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები კვიპროსი, იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ბოსნია იქნებიან. მატჩები კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართება. საქართველოს ნაკრების კალენდარი 28 აგვისტო საქართველო-ესპანეთი 30 აგვისტო იტალია-საქართველო [...]
წილი ნაყარია – საქართველო კვიპროსზე
ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევროპის 2025 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა და 24 ნაკრები ოთხ ჯგუფში განაწილდა. 2015 წლიდან ევროპირველობა ოთხ ქყვეყანაში ტარდება: თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში. მომდევნო ეტაპზე 16 გუნდი გადის, რომლიც უკვე ერთ ქალაქში იკრიბება და ტურნირიც ფლეი ოფის სისტემით გრძელდება. ევრობასკეტ 2025-ის მონაწილე გუნდები ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსზე გადანაწილდნენ. ჩვენები კვიპროსზე ითამაშებენ. [...]
ივნისი, თბილისი, ფარერები…
ივნისის სანაკრებო პაუზის დროს საქართელოს ნაკრების ერთი მეტოქე ცნობილია – 5 ივნისს „ჯვაროსნები“ ფარერების კუნძულებს უმასპინძლებენ – ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებულია. ეს ფარერების ნაკრებთან საქართელოს მესამე დაპირისპირება იქნება – წინა ორი ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იყო – მაშინ ქართველმა ფეხბურთელებმა ფარერები გასვლით მატჩში 6:0 დაამარცხეს, შინ კი 3:1 მოიგეს. სავარაუდოდ, ივნისის სანაკრებო პაუზის დროს [...]
მარტი…მარტი…მარტი…
… ხომ გახსოვთ: შარშან, საქართველომ ერთა ლიგის ფლეი ოფში ლუქსემბურგს რომ მოუგო, მარტის თვე იდგა; რამდენიმე დღეში საბერძნეთი რომ მიაყოლა და ისტორიაში პირველად ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, ამასაც რა დაგავიწყებთ; აგერ, ახლაა და ჩვენებმა სომხებს გადაუარეს, ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხეს და ერთა ლიგის B ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს… ისე გამოვიდა, რომ საქართველოს ეროვნულ [...]
12 უქულო ქართველი
ნაკრებიდან საფრანგეთში დაბრუნებულ ბორჯღალოსანთა გარკვეულმა ნაწილმა ტოპ 14-ის მორიგ ტურში მიიღო მონაწილეობა. რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩებში 12-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა. ლიდერი კი უცვლელია: მართალია, „ტულუზმა“ უახლოეს მდევარ „ბორდოსთან“ სტუმრად 24:32 წააგო, მაგრამ 65 ქულით ცხრილის უმაღლესი საფეხური კი შეინარჩუნა. ბორდოელები ქულიანი ჩამორჩენით მეორეზე არიან, ხოლო მესამეზე კვლავაც „ტულონია“, რომელმაც შინ „პერპინიანს“ ბონუსით – 40: [...]




![Georges-MIkautadze ჟორჟი: მეხუთე თამაში, მერვე გოლი [ვიდეო]…](https://sarbieli.com/wp-content/uploads/2025/03/Georges-MIkautadze-3.jpg)




