სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მეტოქეები გაირკვა.
რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი C ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები პორტუგალიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.
წილისყრის შედეგად 16 გუნდი 4 ქვეჯგუფში გადანაწილდა, ევროპის ჩემპიონატი სლოვაკეთში 2025 წლის 11 ივნისს დაიწყება და 28 ივნისამდე გასტანს.

ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:
A ჯგუფი: სლოვაკეთი, ესპანეთი, იტალია, რუმინეთი;
B ჯგუფი: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, სლოვენია;
C ჯგუფი: პორტუგალია, საფრანგეთი, პოლონეთი, საქართველო;
D ჯგუფი: ფინეთი, ნიდერლანდები, უკრაინა, დანია.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
სიახლეები06/09/2026 | 16:09ქართული გოლები – ბუდუ, გიზი, ოთარი და ირაკლი [VIDEO]…
სიახლეები30/08/2026 | 00:50იბერია – სტარტი ბელგიაში, ფინიში ჩეხეთში…
