გარეთ ბეილმა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ პირველ სამსახურს მოჰკიდა ხელი. „ტოტენჰემ ჰოთსფურისა’’ და „რეალი’’ უელსელმა ლეგენდამ ბურთის გორებას თავი 2023 წელს დაანება. 35 წლის ვეტერანს ხუთჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და სამჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული.
მას მერე რაც ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, ბეილმა ბევრჯერ მიიღო მონაწილეობა პროფესიონალთა და მოყვარულთა ერთობლივ (Pro-Am) გოლფის ტურნირებში და აი, თითქმის ორი წლის შემდეგ მან ფეხბურთი გაიხსენა: ბეილმა TNT Sports-ზე ექსპერტად მისინჯა ძალა. მას ახალ პროფესიაში დებიუტი „ლივერპულისა’’ და „რეალის’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის დროს ჰქონდა. „ლივერპულმა’’ მოიგო 2:0.
ბეილის კარიერის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გახლდათ 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, როდესაც მან „რეალის’’ მაისურით სწორედ „ლივერპულს’’ გაუტანა მაკრატელა. ის შეხვედრა მადრიდელებმა 3:1 მოიგეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
