
ერთი შეხედვით 2024-25 წლების სეზონი ახალი დაწყებულია, მაგრამ პირველი ფინანსური ანგარიშების წარმოდგენამდე სულ რაღაც ათი დღეა დარჩენილი. რომელი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასმა დაიკლო ყველაზე მეტად? პორტალმა Transfermarkt.it ანალიზი ჩაატარა. შედეგი ასეთი გამოვიდა: მსოფლიოში 2024 წელს ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენი გაიაფდა. „გალათასარაიში’’ გადასვლით მისი ფასი 25 მილიონი ევროთი შემცირდა. პორტალის ექსპერტებმა თქვეს, რომ ნიგერიელის გაუფასურება სერია A-ს ისტორიულ ანტირეკორდს იმეორებს: 2021 წელს 25 მილიონი ევროთი გაიაფდა კრისტიან ერიკსენი, რომელსაც გულის პრობლემები შეექმნა.
რაც შეეხება მსოფლიო ანტირეკორდს, ის 2022 წელს „მანჩესტერ იუნაიტედის’’ მოთამაშემ მეისონ გრინვუდმა „დაამყარა’’: -50 მილიონი.
ჩამოვთვალოთ სერია A-ში გაიაფებული 15 ფეხბურთელი: მალიკ ტიაუ (მილანი; -5 მილიონი ევრო), სტრაჰინია პავლოვიჩი (მილანი; – 5 მილიონი), ჯაკომო რასპადორი (ნაპოლი; -5 მილიონი), ტამი აბრაჰამი (მილანი; -5 მილიონი), ოდილონ კოსუნუ (ატალანტა; -5 ნილიონი), ბენჟამენ პავარი (ინტერი; -5 მილიონი), ნიკოლა კასალე (ბოლონია; -6 მილიონი), არტურ მელო (იუვენტუსი; -7 მილიონი), მარიო ერმესო (რომა; -7 მილიონი), პაოლო დიბალა (რომა; -8 მილიონი), პერ შუურსი (ტორინო; -8 მილიონი), ფიკაიო ტომორი (მილანი; -8 მილიონი), ისმაელ ბენასერი (მილანი; -12 მილიონი), დუგლას ლუისი (იუვენტუსი; -15 მილიონი), რაფაელ ლეაო (მილანი; -15 მილიონი).
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური17/08/2026 | 09:42ტიპმიოლერმა ლანსის ისტორია დაწერა
მთავარი ამბავი17/08/2026 | 08:20პსჟ ყველა ტიტულს ვეღარ მოიგებს
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
