„ნაპოლის” ბანაკში ცუდი ამბებია. შაბათს ტურინში „იუვენტუსთან” შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმართა მეკარე ალექს მერეტმა კუნთის ტკივილის გამო მოედანი დატოვა და მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის დებიუტანტი ელია კაპრილე ჩადგა. შეხვედრის ბოლოსკენ მერეტის ტრავმას უკვე ეტყობოდა, რომ სახუმარო არ იყო, გუშინ კი „პინეტა გრანდე ჰოსპიტალში” ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ კლუბმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია: „ალექს მერეტს...
ოთხი ქართული ლელოს ამბავი
გასული უქმეები საფრანგეთის სარაგბო ლიგებში მოასპარეზე ქართველი ლეგიონერებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. ტოპ 14-ში გიორგი ახალაძემ წყვილი ლელო გაიტანა, ხოლო პრო დ2-ში თავი მამუკა მსტოიანმა და თორნიკე ჯალაღონიამ გამოიჩინეს. მათ გარდა კი დაჩი პაპუნაშვილმაც გაისროლა ერთი ზუსტი საჯარიმო… ტოპ 14 საქართველოს ნაკრების მარცხენა ბურჯი გიორგი ახალაძე თავის ახალ კლუბ „კლერმონში“ მესამე მატჩს ატარებდა – „ვულკანები“ ბასკურ...
რექტორმა ხვიჩა დაიწუნა
areanapoli წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შეხვედრაში ვერ გაიბრწყინა, არადა ეს მატჩი „აძურისთვის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მეორე ტაიმის შუაში, როდესაც ქართველი შეცვალეს, კამერებმა დააფიქსირეს, რომ ის უკმაყოფილო იყო. მართალია, ახალი სეზონი ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით „ნაპოლის” 77-მა ნომერმა კარგად დაიწყო, მაგრამ მას ტურინულ შეხვედრაში თავის გამოჩენა უნდოდა. გადაცემა Canale 21-ში მიწვეული ჰყავდათ „ნაპოლის”...
პელე: ან ისიც ავტობუსში ამოვიდეს ან მე წავალ
1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიელმა მარკო ტარდელიმ ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ფუიგურის პელესა და მარადონას ცხოვრებიდან სასეირო ეპიზოდი გაიხსენა. ეს ამბავი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის მიშელ პლატინის გამოსათხოვარი მატჩის დღეს მოხდარა. როდესაც შეხვედრის მონაწილენი სტადიონზე წასასვლელად ავტობუსში ავიდნენ, გვერდით ლიმუზინი გაჩერდა რომელშიც დიეგო მარადონა იჯდა. არგენტინელი სარბიელზე წასვლას სხვებთან ერთად კი არა, ცალკე, მდიდრული ავტომობილით...
ამიერიდან ნაპოლის ნახევარდაცვა შოტლანდიურად ალაპარაკდებაო
სკოტ მაკტომინეის „ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობაში პირველმა გამოჩენამ იტალიურ მედიაში აღტაცება გამოიწვია. შოტლანდიელმა რამდენიმე წუთი წინა ტურშიც დაჰყო მოედანზე, სარდინიაზე „კალიარის” წინააღმდეგ, მაგრამ იმ ფეხბურთმა, რომელიც მან ტურინში „იუვენტუსის” წინააღმდეგ აჩვენა, დიდ ეფექტი მოახდინა. აპენინური პორტალები წერენ, რომ ნეაპოლელ გულშემატკივარს ახალი კერპი გამოუჩნდა. სოციალურ ქესელებში გამოჩნდა პოსტები: „დღეიდან ძირითადის შეუცვლელი ფეხბურთელი გვყავს”, „გამოიკვეთა ზაფხულის ყველა ძვირფასი...
ოლიმპიადა უმედლოდ…
ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადა. ბოლო ტურში მედლების მინიმალური შანსი საქართველოს ქალთა ნაკრებსაც ჰქონდა. მოიგო კიდეც საკუთარი მოსაგები – პოლონეთს 3,5:0,5 აჯობა, მაგრამ მედალს ვერ შეწვდა. პოლონელებთან ნანა ძაგნიძემ, ნინო ბაციაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს, ხოლო ლელა ჯავახიშვილმა ყაიმი ითამაშა. საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმა 17 ქულა დააგროვა. ასეთივე შედეგი კიდევ ოთხ გუნდს ჰქონდა,...
ორი განსხვავებული შავი ლომი
„შავმა ლომმა“ ესპანელებს პორტუგალიელებიც მიაყოლა – „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მორიგ ტურში ლისაბონში იქაური „ლუზიტანუში“ 38:14 დაამარცხა. საინტერესოა, რომ ქართული და პორტუგალიური სარაგბო ფრენჩაიზების აწ უკვე სამივე მატჩი ლისაბონში გაიმართა და თითოეული რადიკალურად განსხვავებული სცენარით წარიმართა. 2022-ში ფინალი იყო და „შავმა ლომმა“ დიდი გაჭირვებით მოიგო – 17:14. შარშან ეს მეტოქეები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე გადაეყარნენ ერთმანეთს და...
მედლის მინიმალური შანსი
ბუდაპეშტში, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე ბოლოსწინა ტურის პარტიები გაიმართა და ჩვენებმა, მედლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგეს. ეს უფრო ქალებზე ითქმის, რომელიც მოგების შემთხვევაში ოქროს თუ არა, საპრიზო სამეულს მაინც მიუახლოვდებოდნენ. ჩვენები ლიდერ ყაზახეთს ეთამაშებოდნენ და სამ დაფაზე უპირატესობა ჰქონდათ. თუმცა, შემდეგ შეცდომები და ფრე – 2:2. 10 ტურის შემდეგ: ინდოეთი, ყაზახეთი – 17-17; აშშ, პოლონეთი – 16-16;...
ახლა ჩაკვეს გუნდს სიტი ელის
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა” სტუმრად „ნორვიჩთან” 1:4 წააგო. ეს გახლდათ ჩემპიონშიფის მე-6 ტურის შეხვედრა, რომლის მერეც გუნდი 10 ქულით მე-8 ადგილზეა. შემდეგი თამაში ჩაკვეტაძეს და მის გუნდს სამშაბათს, 24 სექტემბერს ლიგის თასზე სტუმრად „მანჩესტერ სიტისთან” აქვს. „უოტფორდმა” მიმდინარე სეზონის პირველი სამი შეხვედრა მოიგო, ახლა კი უკვე სამი ტურია ვეღარ იგებს. მატჩის შემდეგ გუნდის მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ...
ვალენსიას პირველი გამარჯვება 12 ნავსიანი შეხვედრის შემდეგ
„ვალენსიამ” როგორც იქნა მოიგო — „მესტალიაზე” „ჟირონა” დაამარცხა 2:0. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მამარდაშვილი დაასახელეს. „დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგან სეზონი ცუდად დავიწყეთ, ძლიერ მოწინააღმდეგეებთან მოგვიწია შეხვედრა. ახლა ასე უნდა განვაგრძოთ და შემდეგ ტურში „ოსასუნა” დავამარცხოთ. დღეს იყო პირველი გამარჯვება „მესტალიაზე”, რაც ძალიან დაგვეხმარება. შინ ყოველთვის კარგად ვთამაშობთ, სხვა გუნდი ვართ. მომავალში სტუმრადაც ასევე უნდა...









