თვე: სექტემბერი 2024

Home 2024 სექტემბერი
ნგონგემ კვარა გააკეთა
ჩანაწერი

ნგონგემ კვარა გააკეთა

იტალიური საიტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ „ნაპოლის“ ბელგიელი ფეხბურთელი სირილ ნგონგე „პალერმოსთან“ იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში გამორჩეული იყო. ამას მის მიერ პირველ 12 წუთში გატანილი ორი გოლი ადასტურებს. წამყვანმა გაზეთებმა და გამოცემებმა მისი თამაში შეაფასეს და დააფასეს. ნგონგემ გამორჩეული ყურადღება კიდევ იმით მიიპყრო, რომ მან გუნდს კვარაცხელიას არყოფნა არ აგრძნობინა. „გაძეტა დელო სპორტმა“, ნგონგეს ქულა არ...

მაკტომინეი – ნეაპოლელთა ახალი კერპი
ჩანაწერი

მაკტომინეი – ნეაპოლელთა ახალი კერპი

„ნაპოლიმ“ იტალიის თასის მეთექვსმეტედფინალში „პალერმოს“ 5:0 მოუგო. ნეაპოლელები წაუგებელს სვლას განაგრძობენ: მანამდე სერია A-ში ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და ტურინში ფრედ ითამაშეს. ადგილობრივი საიტები წერენ, რომ ანტონიო კონტემ გუნდს უკვე დაატყო კვალი. მათ მოსწონთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს რომელი შემადგენლობა თამაშობს, მისმა ბიჭებმა იციან როგორ ითამაშონ. მონდომებაზე ლაპარაკიც აღარ არის. კონტემ „აძურის“ გულშემატკივართა გული მოიგო,...

მაგრამ ის კვარაა
ჩანაწერი

მაგრამ ის კვარაა

ტურინში „იუვენტუსთან” კვარა საკუთარი თავის ჩრდილიც კი არ იყო. სად იყო მისი ელვასავით სწრაფი, შედეგიანი შეტევა და აგრესიული, დაჟინებული თამაში დაცვაში. ღთვის გულისათვის, ასეთი რაღაცები როგორ არ ხდება, მაგრამ მისი და ლუკაკუს იმდღევანდელმა ფეხბურთმა — ნაცრისფერსა და გაუმჭვირვალეს შორის — საგანგებო ყურადღება მიიპყრო, რადგან მათგან პრინციპულ თამაშებში ყველა გადამწყვეტ მოქმედებებს ელოდება. ლაპარაკია დაპირისპირებებზე უშუალო კონკურენტებთან,...

სანიოლს სამშობლოში უხმობენ
ჩანაწერი

სანიოლს სამშობლოში უხმობენ

საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენმა“ ხუთი მატჩიდან ერთი მოიგო და ოთხი წააგო, განსაკუთრებით მტკივნეული ბოლო ტურში „ნიცასთან“ გამანადგურებელი მარცხი (0:8) იყო.  მართალია, ჯერჯერობით, ოლივიე დალ’ოლიო კვლავ პოსტზე რჩება, თუმცა, ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობამ გუნდში მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრი უკვე დაიწყო. საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული პრესა – დალ’ოლიოს შესაძლო შემცვლელად სამი კანდიდატურა განიხილება, მათ შორის ერთ-ერთი კი საქართველოს ნაკრების...

მარიო რუი დაბრუნებას ითხოვს
ჩანაწერი

მარიო რუი დაბრუნებას ითხოვს

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა პორტუგალიელი მცველი მარიო რუი ცოტა მიგვავიწყა, არადა მან შესაძლოა „ნაპოლის” უჩივლოს. რუიმ კლუბს გუნდში დაბრუნება მოთსთხოვა. ამავე პრეტენზიით 33 წლის მოთამაშემ მიმართა იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციასაც. ის პროფკავშირისგან დახმარებას ითხოვს. მას მერე, რაც „ნაპოლის” სათავეში ანტონიო კონტე ჩაუდგა, მარიო რუის „აძურისთან” ერთად ფაქტობრივად აღარ უვარჯიშია. ის კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე მარტო ცდილობს ფორმის შენარჩუნებას. საწვრთნელ...

იყო მამარდაზე პენალტი?
ჩანაწერი

იყო მამარდაზე პენალტი?

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ოსასუნას” უმასპინძლა. წარმოუდგენლად მოსაწყენი შეხვედრა 0:0 დასრულდა. როგორ უნდა შეფასდეს ეს შედეგი? როგორც ერთ-ერთი აუტსაიდერის მიერ ქულის მოპოვება თუ შინ ორი ქულის დაკარგვა? მატჩის შემდეგ „ღამურების” მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „ცხელი შუადღის შემდეგ მოედნის საფარმა ხელი არ შეგვიწყო. რასაკვირველია მოგება გვინდოდა, მაგრამ კარგია, რომ ქულა მოვიპოვეთ. ეს პოზიტიური მომენტი იყო. შეხვედრის მიწურულს...

ჩაკვემ სიტის გაუმწვავა
ჩანაწერი

ჩაკვემ სიტის გაუმწვავა

ციტატა „უოტფორდ ობზერვერიდან”: „შესვენების შემდეგ მასპინძლები კვლავ აკონტროლებდნენ ბურთს, მაგრამ „უოტფორდმა” საკუთარი ძალის ირწმუნა, ხოლო როდესაც მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შევიდა, მისმა ჯიქურმა შეტევამ და ტემპმა მათ პრობლემები შეუქმნა”. ინგლისის ლიგის თასის მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძის „უოტფორდი”, რომელიც ჩემპიონშიფში მე-8 ადგილზეა, სტუმრად არც მეტი-არც ნაკლები პრელირლიგის ლიდერ „მანჩესტერ სიტის” შეხვდა. „სიტიმ” ცხადია მოიგო (2:1), თან ანგარიში მე-5...

პოკერი
ჩანაწერი

პოკერი

„კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ 25-ე ტური უხვგოლიანი გამოდგა. ვიხილეთ სეზონის პირველი პოკერიც და სადებიუტო გოლებიც. თავიდანვე ვთქვათ, რომ ლიდერთა სამეულმა უდანაკარგოდ გაიარა ეს ტური: „დილამ“ „სამტრედიას“ მოუგო (3:2), „ტორპედომ“ – „გაგრას“ (3:0), ხოლო „იბერიამ“ – „კოლხეთს“ (6:2). ტურის გმირი „იბერიის“ 25 წლის კაპიტანი გიორგი კოხრეიძე გახდა, რომელმაც ფოთის „კოლხეთს“ 4 გოლი გაუტანა (ორი პენალტით) და პოკერი...

ვერდიქტი – პენალტი იყო!
ჩანაწერი

ვერდიქტი – პენალტი იყო!

ევრო 2024-ის მეოთხედფინალში გერმანიისა და ესპანეთის ნაკრებების მატჩის 107-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, ესპანელთა მცველს, მარკ კუკურელის საჯარიმოში ბურთი ხელზე მოხვდა, მაგრამ ინგლისელმა არბიტრმა, ენტონი ტეილორმა (ვიდეორეფერისთან კონსულტაციის შემდეგ) თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, მატჩის შემდეგ კი უეფა-ს სამსაჯო კომიტეტმა განმარტა, კუკურელიას ხელი სხეულიდან არ იყო დაშორებული და პენალტი დასანიშნი არ იყოო. ამ მატჩიდან რამდენიმე თვის...

დიდი კეთილი ლუკაკუ და მელანქოლიკი კვარაცხელია
ჩანაწერი

დიდი კეთილი ლუკაკუ და მელანქოლიკი კვარაცხელია

„იუვენტუსისა” და „ნაპოლის” შაბათის თამაში (0:0) მრავალმხრივ საინტერესო გამოდგა. ერთი მხრივ ტურინში მოპოვებულმა ქულამ ნეაპოლელთა ბანაკი და გუნდის მწვრთნელი ანტონიო კონტე გაახარა. მეორე მხრივ კი „პარტენოპეელებმა” შეტევაში ვერ გამოიჩინეს თავი. რომელუ ლუკაკუს და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ჩაუვარდათ, რაც ბევრი მიმომხილველის აზრით იმის ბრალია, რომ კონტემ ტაქტიკა შეცვალა. იმისთვის, რომ სკოტ მაკტომინეი ეთამაშებინა, დაცვა ოთხ მცველზე...