მას მერე, რაც „ნაპოლის” თავკაცად ანტონიო კონტე დაინიშნა, გახშირდა ლაპარაკი რომელუ ლუკაკუს შესახებ. ამბობენ, რომ ახალ მწვრთნელს 31 წლის ბელგიელი, რომელმაც წუხელ ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის კარში ორი გოლი გაიტანა (ბელგიამ მოიგო 3:0), ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ცენტრალურ თავდამსხმელად სჭირდება.
ლუკაკუ მართალია ბოლოს „რომაში” თამაშობდა, მაგრამ „ჩელსის” საკუთრებაა, დასავლეთ ლონდონის კლუბი კი მისი გაყიდვით არის დაინტერესებული. საქმე ის გახლავთ, რომ ფინანსური „ფეარ ფლეის” მოთხოვნების შესასრულებლად „ლურჯებს” 30 ივნისამდე აქვთ ვადა. მანამდე კი ფული უნდა იშოვნონ. სწორედ ამით არის განპირობებული ის დაბრკოლება, რომელმაც „ნაპოლის” ბელგიელის შეძენაში შეიძლება ხელი შეუშალოს.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი და ფეხბურთელთა სატრანსფერო ბაზრის სპეციალისტი ფაბრიციო რომანო თავის X პლატფორმაზე წერს, „ჩელსის” ლუკაკუს იჯარის წესით გასხვისება ხელს არ აძლევს. მას ფული უნდა, ფორვარდის კონტრაქტში კი გამოსასყიდ თანხად 38 მილიონი გირვანქა (44.69 მილიონი ევრო) წერია. ლონდონელები ფასის დაკლებას არ აპირებენ. მათ სჯერათ, რომ თუ „ნაპოლის” ბელგიელის შეძენა მართლა უნდა, ოსიმენის გაყიდვით მიღებული ფულიდან ამ თანხას გაიმეტებს.
როგორც იტალიური პრესა წერს, ოსიმენთან დაკავშირებით ნეაპოლელებს ჯერ ოფიციალური წინადადება არავისგან მიუღიათ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი12/07/2026 | 12:31სკალონი: კიდევ ერთხელ გაგვიმართლა
მთავარი ამბავი12/07/2026 | 11:08ტუხელი: მენტალიტეტი შეგიძლიათ ბოთლებში ჩამოასხათ და გაყიდოთ, მაგრამ…
სიახლეები11/07/2026 | 09:05კურტუა: მე გასვლა არ მინდოდა
მთავარი ამბავი11/07/2026 | 07:54მთავარი ესპანელი
