„ვალენსიამ” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადთან” 0:1 წააგო და მომავალ სეზონში ევროთასებზე გამოსვლის შანსი დაკარგა. მარცხის მთავარი მიზეზი კვლავ სუსტი დაცვა გახლდათ, რომელმაც შეხვედრის მესამე წუთზე უხეში შეცდომა დაუშვა. „ღამურების” მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ეპიზოდში ვერაფერს გააწყობდა.
გიორგიმ ბასკების წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დღეს „ვალენსიაში” მისი დონის ფეხბურთელი სხვა არ არის. ბევრ ეპიზოდში თავდაჯერებული და ზუსტი მოქმედებების შემდეგ ქართველმა მეკარემ შეხვედრა მსაჯის დამატებულ წუთებზე მორიგი ეფექტური მოგერიებით დააგვირგვინა.
მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ვალენსიელთა მწვრთნელმა რუბენ ბარახამ თქვა: „სეზონის წინ ამოცანად შარშანდელზე უკეთესი შედეგის მიღწევა დაგვისახეს. აღარ უნდა ჩავვარდნილიყავით ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც შარშან ამ დროს ვიყავით, როდესაც ლა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ვიბრძოდით. ჩემპიონატის მსვლელობისას მიღწეული შედეგების წყალობით კი მიზანი შეიცვალა, მაგრამ ახალი მიზნის მიღწევა ვერ შევძელით. ჩვენ, ვალენსიელებს ძალიან გვინდა ცხრილის სათავეში ვიყოთ, მაგრამ ყველაფერი ბიუჯეტზეა დამოკიდებული. ძალიანაც მინდა მყავდეს „ფერარი”, მაგრამ იძულებული ვარ „შკოდათი” ვიარო. მიზნებს ეკონომიკური სხვაობა განსაზღვრავს”.
ქართველ გულშემატკივარსაც სწორედ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა გვფიქრებინებს, რომ გაისად „ვალენსიას” შემადგენლობა დიდად ვერ გაძლიერდება და გიროგი მამარდაშვილს კვლავ სუსტ გუნდში მოუწევს თამაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ალბათობით ტიტულებს ვერ მოიპოვებს. თუ გიორგი კლუბს არ შეიცვლის, ის ევროთასებზეც ვერ ითამაშებს, რაც მისი დონის მეკარისთვის დასანანია. ეს ყველაფერი კი გვაიძულებს მოახლოებულ სატრანსფერო სეზონს იმედის თვალით შევყიროთ.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 08:39იყო თუ არა გასაგდები ბოსნიელების მეკარე?
აქეთურ-იქითური13/06/2026 | 07:22ხვალინდელი ბრძოლისთვის UFC-მ სარეკორდო 60 მილიონი დახარჯა
მთავარი ამბავი12/06/2026 | 07:46მას მერე, რაც კოლინამ წითლები შეამცირა
აქეთურ-იქითური11/06/2026 | 09:03დროშებს და ჰიმნებს მიღმა
