„ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ჟურნალისტებს შეხვდა და მისთვის დამახასიათებელი სტილით ესაუბრა. გთავაზობთ პრეს-კონფერენციის იმ ფრაგმენტებს, რომლებშიც ბიზნესმენმა ხვიჩა კვარაცხელია ახსენა:
…ოსიმენი და კვარა? ვნახოთ, რომელი წავა. ვინც დარჩება დარჩება და ვინც წავა — წავა. თუ ორივე წავა, კომპენსაციას გავუკეთებთ…
…ყველა ფეხბურთელის გაყიდვა შეიძლება. შევხედოთ, ვის სურს მათი ყიდვა. კვარას 2027 წლამდე აქვს კონტრაქტი, ამიტომ სრულიად მშვიდად ვარ. ყოველთვის, როდესაც თქვენ ღია ჭრილობაში სახრახნისის დატრიალება გინდათ, აგენტებს აქეზებთ, რომლებიც შემდეგ ათასი რაღაცით გიჭედავენ ყურებს, ოღონდ ამას მარტო თავიანთი ხეირისთვის აკეთებენ. ეს ძალიან ცუდია. როდესაც მე კვარა ავიყვანე, ყველა კითხულობდა, ვინ იყო ეს უცნობი. შემდეგ მან ერთბაშად ორი გოლი გაიტანა და ყველას კერპი გახდა. ახლა გულშემატკივრებს იმიტომ ვაღიზიანებთ, რომ ჰგონიათ არაფერს ვაკეთებთ. არადა, ის ჩვენს ხელში არ აფეთქდა? კონტრაქტს კი პატივისცემა სჭირდება. თქვენ ტონობით ნეხვს ლაპარაკობთ. მე მათზე პასუხის გაცემაც კი არ მინდა, იმიტომ, რომ ყოველ დღე შემიძლია დაგიმტკიცოთ რამდენად არასწორი ხართ.
…„ნაპოლი” 2023 წლის მარტში ჩავარდა. სხვა შემთხვევაში „მილანთან” 0:4-ს არ წააგებდა. ბატონმა კვარამ კი მარტიდან ნოემბრამდე გოლი ვერ გაიტანა…
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/06/2026 | 09:27პსჟ მალიორკით დაიწყებს
მთავარი ამბავი27/06/2026 | 08:39კაპე ვერდე: გამოუშვით არგენტინა!
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 11:52This Is Anfield: მამარდაშვილის სეზონმა პასუხზე მეტი კითხვა დატოვა
აქეთურ-იქითური26/06/2026 | 08:29ნიუ იორკის მერი: სპორტი ფუფუნების საგნად არ უნდა იქცეს!
