„ინტერს” იტალიაში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი ჰყავს. სერია A-ში სიმონე ინძაგის ფეხბურთელებს სატრანსფერო ფასით ვერავინ შეედრება. მონაცემთა ბოლო განახლების დროს Transfermarkt-მა დაწერა, რომ წინა დათვლასთან შედარებით „შავ-ლურჯების” ჯამურმა ფასმა არც მეტი-არც ნაკლები 33,5 მილიონი ევროთი მოიმატა. ახლა „ნტერის” მოთამაშეთა ღირებულება 622,35 მილიონი ევროა. შედარებისთვის: ინტერელთა თანაქალაქელი „მილანი” 100 მილიონი ევროთი ნაკლები ღირს.
როდესაც „ნერაძურიზე” ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ Transfermarkt-ის თანახმად მის ფეხბურთელთა საშუალო ფასი 24,89 მილიონ ევროს უდრის ანუ 20 მილიონიან ნიშნულს აღემატება . ასე ძვირად თვით „იუვენტუსის” მოთამაშეებიც კი არ არიან შეფასებული. და კიდევ ერთი: „ინტერის” გარდა ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელსაც 20 მილიონიანი ნიშნული აქვს გადალახული ისევ „მილანია”, რომლის ფეხბურთელთა საშუალო ღირებულება 20,5 მილიონს უდრის.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური27/07/2026 | 08:27არსენალს ვინისიუსი მონდომებია
მთავარი ამბავი27/07/2026 | 07:13რატომ თქვა პსჟ-მ დიომანდეს ყიდვაზე უარი?
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
