მაცარიმ გატეხილი თოჯინა ბოლომდე დაამტვრია

Home კატეგორიის გარეშე მაცარიმ გატეხილი თოჯინა ბოლომდე დაამტვრია
მაცარიმ გატეხილი თოჯინა ბოლომდე დაამტვრია

Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli during the Serie A TIM match between SSC Napoli and Genoa CFC at Stadio Diego Armando Maradona Naples Italy on 17...გთავაზობთ პორტალ ilnapolista-ს ჟურნალისტის არმანდო დე მარტინოს რამდენიმე აბზაცად ჩამოწერილ მოსაზრებებს „ნაპოლისა” და „ჯენოას” 1:1 დამთავრებული შეხვედრის შესახებ:

  • ვალტერ მაცარიმ იმდენჯერ აურია კარტი, იმდენჯერ გადააწყო-გადმოაწყო ქაღალდი, რომ წარუმატებლად დაწყობილი პასეანსის თვლა აერია. მან ისედაც დამტვრეული სათამაშო ბოლომდე დაამტვრია. ამას ფრანგი არ სჯობდა?
  • ერთადერთ კაცი, რომელსაც ამ შეხვედრაში გამოკვეთილი ჰქონდა ორიენტირი და ბურთს საჯარიმოში აწვდიდა იყო პასკუალე მაცოკი, რომელიც გუშინდლამდე სერია B-ში გამოდიოდა.
  • „ჯენოასთან” თამაშის პრინციპი ასეთი იყო: მიეცით ბურთი კვარას და ვნახოთ რა მოხდება… „ჯენოამ” შეიძლება კედელი აღმართა, მაგრამ „ნაპოლი” სამშენებლო მოედნის დათვალიერებით დაკმაყოფილდა.
  • მატჩს ჰქონდა არახელსაყრელი ტემპი. პირველ ტაიმში მეტოქის სამი შეტევიდან ორი მერეტის მიერ კარის გადარჩენით დამთავრდა.
  • მოედანზე დაბრუნებულმა „ნაპოლიმ” ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგე გაებრდღვნა, გოლი გაუშვა. ნეაპოლელებს მრისხანე გუნდი აღარ გვყავს. გართობათა პარკად ვიქეცით: 0-1.
  • ხარისხი დაცემულია, მაგრამ თუ მას თამაშს მაინც დაამატებთ, შესაძლოა ესა თუ ის ამოცანა გადაჭრათ. დათვი სირილ ნგონგე ამ წლის ერთადერთი წარმატებული შენაძენია: 1-1.
  • მოდი ასე ვთქვათ: ჩვენი გუნდი არის ქვიშის საათი. ყველას ერთი სული გვაქვს როდის გადავატრიალებთ მას. მაცარის კი ერთადერთი ნაკლი აქვს: ვერ ხვდება, რომ არაფრად ვარგა. და ეს იდეალური ალიბია იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც უნიჭობას ეგუებიან.

ავტორის პროფილი

პაპუნა კედია
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.