იტალიაში სამსაჯო სკანდალია. სატელევიზიო პროგრამაში Le Iene გამოიყვანეს მოქმედი მსაჯი, რომელსაც სახე დაუფარეს და ხმა შეუცვალეს. ინკოგნიტომ ილაპარაკა იმ ჩარევებსა და გავლენებზე, რომელსაც ქვეყნის სამსაჯო კორპუსი განიცდის. მან ისაუბრა კოლეგათა შეცდომებზე, რომელთაც VAR-ის ოთახში შეკრებილი არბიტრები ხშირად არ ასწორებენ. მან ისიც ახსენა, რომ არცთუ იშვიათად ეთერში საგანგებოდ უშვებენ სადავო ეპიზოდის ისეთ რაკურსს, რომელიც ტელემაყურებელს VAR-ის გადაწყვეტილების სისწორეში არწმუნებს. ბოლოს, უცნობმა თქვა, რომ ხუთი მსაჯი და თანამსაჯი AIA-ს (იტალიის მსაჯთა ასოციაციის) წინააღმდეგ სასამართლოში საჩივლელად ემზადება.
ინკოგნიტო მსაჯის გამოსვლას წინ უძღოდა იტალიის სუპერთასის ფინალი, რომლის პირველი ტაიმის შემდეგ მსაჯ ანტონიო რაპუანოსთან ჩავიდა მატჩის კომისარი ჯანლუკა როკი, რის შემდეგაც რაპაუნომ მსაჯობის სტილი შეცვალა და ყვითელი ბარათების ფრიალს შეუდგა. სწორედ მეორე ტაიმში გააძევეს მოედნიდან „ნაპოლის” თავდამსხმელი ჯოვანი სიმეონე და ნეაპოლელებს სწამთ, რომ მათმა გუნდმა „ინტერთან” ამის გამო წააგო.
AIA-ს პრეზიდენტმა კარლო პაციფიჩიმ რაპუანოსთან კომისრის ჩასვლის ფაქტი არ უარყო, თუმცა განმარტა, რომ ეს ლუიჯი რივას გარდაცვალების გამოსაცხადებლად გააკეთა. მესიჯის გაგზავნა შეუძლებელი იყოო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
