ვიქტორ ოსიმენი ტრავმას იშუშებს. „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით მსოფლიოს მე-8 ფეხბურთელი „ნაპოლიმ” ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად ნიგერიაში გაუშვა, მის შესახებ კი ჟურნალისტებს ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ჟოზე პესეირუ ელაპარაკა.
„შეუძლებელია იმის დაჟინება, რომ ოსიმენი სამუდამოდ „ნაპოლიში” დარჩება, — თქვა პესეირუმ, — დღეს ის ბედნიერია. ვინაიდან „ნაპოლის” ჩემპიონობას არავინ ელოდა, ამ გუნდთან ერთად გამარჯვება „მილანთან”, „ინტერთან” ან „მანჩესტერ სიტისთან” ერთად გამარჯვებაზე მომხიბვლელია. მეტსაც გეტყვით, ახლა ვიქტორს მარადონას ადარებენ: ადრე „ნაპოლი” მარადონას ერთად გახდა იტალიის ჩემპიონი, ახლა — ოსიმენთან ერთად, თუმცა თანამედროვე ბიზნესში ყველაფერი ხდება. თუ მას და კლუბს სარფიანი წინადადებით მიმართავენ, შეიძლება გადავიდეს კიდეც სხვაგან. მეტიც, მან შეიძლება არა მარტო გუნდი არამედ ქვეყანაც შეიცვალოს. თუმცა, იტალიისთვის ვიქტორთან განშორება ცუდი იქნება. იყო დრო, როდესაც იტალიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობდნენ, მაგრამ დღეს პრემიერლიგასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მეტი ფული ტრიალებს.
ოსიმენი ტრავმის გამო უგუნებოდაა. ეს ჩვენთვის და იტალიის ჩემპიონატისთვისაც ძალიან ცუდია. ბოლო კვირები იოლი არ იყო. დაირხა უამრავი ხმა იმის შესახებ, რომ ის ახალ კონტრაქტს აწერს ხელს, გაავრცელეს სხვადასხვა სატრანსფერო ჭორი, ერთი ამბავი იყო ტიკტოკზე. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ოსიმენს ერთი სული აქვს, მოედანზე როდის დაბრუნდება”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
