ორშაბათს „ოქროს ბურთის” დაჯილდოებაზე „რეალის” ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუსმა ტრიბუნიდან რასიზმი დაგმო. ამ დროს ეკრანზე ჩანდა ვალენსიაში, „მესტალიაზე” გადაღებული ფოტო, რამაც ესპანური კლუბი აღაშფოთა. ვალენსიელებმა სოციალურ ქსელებში დაუყოვნებლივ გაავრცელეს მესიჯი, სადაც ამ გამოსახულების გამოყენება გააპროტესტეს. მათი მტკიცებით, ის, რაც გასული სეზონის მიწურულს „მესტალიაზე” მოხდა იყო კერძო შემთხვევა, რომელიც კლუბმა დაგმო და დამნაშავეები მაქსიმალურად მკაცრად დასაჯა.
ფოტოზე, რომელიც გალა დაჯილდოების დროს გამოიყენეს აღბეჭდილია მომენტი, როდესაც მაისში, „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრის დროს, ვინისიუსი მსაჯს იმ ახალგაზრდებისკენ უთითებს, რომელთაც მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს. სურათზე ჩანს „ვალენსიას” შარშანდელი სპონსორის ლოგო და ფეხბურთელების, ერაი კომერტისა და გიორგი მამარდაშვილის სახეები. შვეიცარიელი კომერტი ამჟამად „ნანტში” თამაშობს.
„ფრანს ფუტბოლმა” ვინისიუსი დააჯილდოვა სოკრატესის პრიზით, რადგან მან თავის ქალაქ სან გონსალუში ააშენა ვინი ჟუნიორის სახელობის ინსტიტუტი, სადაც ადგილობრივი ბავშვები ხარისხიან განათლებას მიიღებენ.
„ჩვენ ვგმობთ რასიზმს, მაგრამ მოვითხოვთ ჩვენი კლუბისა და ფანების პატივისცემას”, — წერია „ღამურების” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
