
„ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელი და DAZN-ის ცნობილი კომენტატორი სტეფან ზვოკი Radio Marte-თან ინტერვიუში მის ყოფილ გუნდში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს. ზვოკი, რომელსაც „აძურის” მაისურით 1999-2000 წლების სეზონი აქვს გატარებული, ლუჩანო სპალეტის შემცვლელის რუდი გარსიას ტაქტიკურ მიდრეკილებებზე ამახვილებს ყურადღებას. ის ამბობს, რომ ფრანგის თამაშის სტილი ისეთ ლიგაში, როგორიც არის სერია A რისკებს შეიცავს.
„ლივორნოს”, „რავენას”, „ვენეციას”, „ტორინოს” და „ვიჩენცას” ყოფილი თავდამსხმელი ამბობს: „გარსია სპალეტის ტაქტიკას რომ შეცვლიდა, ეს გარდაუვალი იყო. ის საერთაშორისო დონის მწვრთნელია, მას ევროლიგის ფინალში ჰყავს გუნდი („მარსელი”, 2017-2018) გაყვანილი და ბუნებრივია თავისი განსხვავებული სიტყვის თქმა ენდომებოდა. მეორე მხრივ, ეს ფრანგის სითამამეზე მიანიშნებს, რადგან ადვილი შესაძლებელია მისმა მეთოდმა არ გაამართლოს. სერია A-ში გამოდის მძვინვარე „ინტერი”, „მილანი” და „იუვე”. ამ ლიგაში თავიდანვე დაწინაურება მნიშვნელოვანია და ამიტომ ახალ ტაქტიკასთან შეგუების პერიოდი შესაძლოა „ნაპოლისთვის” სახიფათო იყოს.
ადრე თუ გვიან გარსია საქმეში აუცილებლად ჩართავს რასპადორის და 4-2-3-1 სქემაზე გადაერთვება, მაგრამ დაკარგავს ლობოტკას ფაქტორს. მე უკვე ვხედავ, რომ სლოვაკი ძველებურად საკვანძო ფიგურა აღარ არის. ჩემი აზრით ის ოსიმენთან ერთად გასული სეზონის გუნდში გადამწყვეტი ფიგურები იყვნენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 10:14ჰოლანდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 08:08ლუის ენრიკე: უფრო ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ
მთავარი ამბავი14/09/2026 | 07:17maxifoot: ის საუკეთესო ფორმაში არ არის
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 08:50ლუის ენრიკე ბრესტთან შეხვედრის წინ
