გიორგი აბუაშვილმა პორტუგალიის ჩემპიონატიდან რუმინეთის სუპერლიგაში გადაინაცვლა, ქართველი ლეგიონერი „პორტუდან“ პლოეშტის „პეტროლულში“ გადავიდა – ინფორმაციას რუმინული კლუბის პრესსამსახური ოფიციალურად ადასტურებს. „ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის გიორგი აბუაშვილის ტრანსფერზე „პეტროლულმა“ „პორტუსთან“ საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. 20 წლის ასაკში აბუაშვილმა სადებიუტო სეზონი „დინამო თბილისში“ ჩაატარა, სადაც საქართველოს ჩემპიონი გახდა. მოგვიანებით კი „პორტუში“ ჩაირიცხა. ის საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში რეგულარულად თამაშობს! გისურვებთ...
რატომ ღირს კეინი 100 მილიონზე მეტი?
მიუნხენის „ბაიერნის“ თავმჯდომარემ და უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, ინგლისელი თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჰარი კეინის ტრანსფერი ჩვენთვის აუცილებელი იყო მრავალი მიზეზის გამო. მოლაპარაკების დროს ისიც ვთქვი, რომ სრულიად ღია ვარ: ათი მილიონით მეტი თუ ნაკლები აღარ უნდა ჩაერიოს ამ ტრანსფერში! იმიტომ, რომ ჰარი, გარდა მისი სპორტული თვისებებისა, გვიბრუნებს კიდევ ერთ ძალიან...
საქართველო თექვსმეტშია
სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ილიას ზუროსის გუნდმა ვენესუელას 70:59 მოუგო და სხვაზე დამოკიდებული აღარ გახდა. ჩვენებმა მატჩის სადავეები პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. პირველი მეოთხედი 24:19 მოვიგეთ, მაგრამ მეორეში მეტოქეს მხოლოდ 4 ქულა ჩავაგდებინეთ, ჩვენ კი 18 მივითვალეთ და დიდ შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავედით. ანტრაქტის შემდეგ ორივე მეოთხედი სამხრეთ ამერიკელებმა მოიგეს,...
რა უნდა აკეთოს ლინსტრომმა ნაპოლიში?
დანიელი იესპერ ლინდსტრომი ოფიციალურად გახდა „ნაპოლის” ფეხბურთელი. მის სანაცვლოდ იტალიის ჩემპიონმა „აინტრახტს” 25 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა, თავად ფეხბურთელი კი წელიწადში 2,3 მილიონს მიიღებს. „ნაპოლიმ” ლინდსტრომი შეტევის გასაძლიერებლად შეიძინა. კონტრაქტის თანახმად ის „მარადონაზე” ხუთ წელიწადს დაჰყოფს. 2000 წლის 29 თებერვალს დაბადებულმა ნახევარმცველმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა. იტალიური პრესა ყურადღებას ამახვილებს ლინდსტრომის ამპლუაზე. „გაძეტა დელო სპორტი”...



