… როცა „მარიფილდზე“ პირველი ტაიმი დასრულლდა, ედინბურგის ჰაერში უდიდესი სენსაციის სურნელი ტრიალებდა. გულს ბორჯღალოსანთა მორიგი ტრიუმფი სურდა, მაგრამ ცივი გონება გკარნახობდა, რომ შოტლანდიელები ასე მარტივად არ დათმობდნენ თამაშს. ასეც მოხდა – პირველი ტაიმის 0:6-ის მერე „ნარშავებმა“ კოსმოსური სიჩქარეები ჩართეს და რა სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, მაგრამ ქართული დაცვა წალეკეს. 33:6 – ასეთია შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა...
საქართველომ დებიუტი მოიწყო
ისტორიული დებიუტი შედგა – საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე კაპო ვერდეს ნაკრები 85:60 დაამარცხა. ანგარიშის შემხედვარე, კაცი ვერ იტყვის, რომ დაამარცხა – ამას უფრო განადგურება ეთქმის. ილიას ზუროსის გუნდი მხოლოდ დასაწყისში ჩამორჩა, მაგრამ პირველი მეოთხედის შუაწელიდან მოყოლებული აკრიფა და შესვენებამდე გამარჯვებულის ბედი გადაწყვეტილი იყო. ჩვენებმა მესამე მეოთხედიც კარგად ჩაატარეს და აფრიკელებს მხოლოდ ბოლო 10-წუთეულში გაატანეს...
გასპერინიმ ნაპოლი არ ახსენა
დღეს სერია A-ს მეორე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე” „ატალანტას” მასპინძლობს. „ფროზინონემ” პირველ შეხვედრაში „ნაპოლისთან” 1:3 წააგო, ბერგამოელებმა კი სტუმრად „სასუოლოს” მოუგეს 2:0. ეს ის „სასუოლოა”, რომელიც ხვალ „დიეგო მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ეთამაშება. „ფროზინონესა” და „ატალანტას” შეხვედრის წინ, პრეს კონფერენციაზე, ბერგამოს გუნდის მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ თქვა, რომ „ატალანტას” მონდომებულ მეტოქესთან ელის დაპირისპირება, რომელიც სერია...
ფროზინონეს ორი გულშემატკივარი ნეაპოლელის ცემისთვის დასაჯეს
როგორც ირკვევა, სერია A-ს პირველი ტურის შეხვედრას, რომელშიც „ნაპოლიმ” „ფროზინონეს” 3:1 მოუგო, მაყურებელთა ხულიგნური გამოცდომებიც ახლდა. შეხვედრა ფროზინონეში გაიმართა, სადაც ადგილობრივი გულშემატკივრები ნეაპოლელებს აგრესიულად დახვდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ იტალიის ჩემპიონის ბევრმა გულშემატკივარმა იჩივლა, რომ მას თავს დაესხნენ. Italy24 სულაც ფროზინონეს სიახლოვეს მდებარე პატარა ქალაქის კასინოს მკვიდრი ოჯახის პოსტს აქვეყნებს, რომელსაც იმანაც ვერ უშველა, რომ ერთ-ერთ...
კოტდივუარელი წყალტუბოში…
წყალტუბოს „სამგურალმა“ 26 წლის კოტდივუარელი ფორვარდი გნამე იიკპე დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. წყალტუბოელთა ახალწვეული ბოლოს მაროკოს ჩემპიონატში „ტიჰად დე კასაბლანკასა“ და „ხემისეტში“ თამაშობდა. „სამგურალის“ სპორტულმა დირექტორმა მიხეილ აშვეთიამ გნამეს, 39-ნომრიანი მაისურა გადასცა და კოტდივუარელ ლეგიონერს წარმატებები უსურვა. „მიხარია, რომ „სამგურალს“ შემოვუერთდი. გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ვეცდები, საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და გუნდს დავეხმარო. ქართული...




