ამერიკელები რუმინელებზე ბევრად ყოჩაღები გამოდგნენ და საწყენია, რომ მსოფლიო თასზე „სტეჟარები“ ითამაშებენ და არა „არწივები“. ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ნაკრებმა „მესხზე“ ერთობ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ბორჯღალოსნებს, რომლებსაც კარგი სპარინგი ხომ გამოუვიდათ და გარდა ამისა, ქართველებს 26 აგვისტოს ედინბურგის „მარიფილდზე“ გასამართი ბოლო ტესტის წინ განწყობაც აბსოლუტურად დადებითი შეექმნათ. 22:7 – ასეთი ანგარიშით მოიგეს ლევან მაისაშვილის ბიჭებმა,...
ჩასვლა-წამოსვლა
იაპონიის კუნძული ოკინავა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვასა და წყნარ ოკეანეს შორის მდებარეობს. ეს კუნძული ჩვენთვის იმიტომ არის საინტერესო, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები იქ უნდა ჩაატაროს. თუმცა, ასევე საინტერესო ყოფილა სინოპტიკოსებისთვისაც. განსაკუთრებით, ივნისიდან ნოემბრამდე პერიოდში ძალიან ხშირად იცის ტაიფუნი. ჰოდა, ერთს ახლა ვარაუდობენ. არადა, საქართველოს ნაკრები იაპონიაში ჩავიდა და ფილიპინების კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალ...
სპალეტი სკუადრა აძურას მწვრთნელია და სასამართლოსი არ ეშინია
ლუჩანო სპალეტი იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელია. მას მერე, რაც „ნაპოლის” სკუდეტო მოაგებინა, ტოსკანელი იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას დათანხმდა. მხარეებმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმეს. ხელშეკრულება 1 სექტემბრიდან შევა ძალაში. ახალ მწვრთნელს საზოგადოებას ოფიციალურად კოვერჩანოს საწვრთნელ ცენტრში სექტემბრის პირველ დღეებში წარუდგენენ. რა ხელფასს მიიღებს სპალეტი ეროვნულ გუნდში? მისი ხელფასი „ნაპოლიში” წელიწადში 3,2 მილიონი ევრო იყო, ნაკრებში კი, კომპეტენტური...
მამარდას ვალენსიამ მეორეც მოიგო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია”, რომელმაც გასულ სეზონში ლა ლიგაში რის ვაი-ვაგლახით შეინარჩუნა ადგილი, ზაფხულში კიდევ უფრო დასუსტდა. ახალი ფეხბურთელების შეძენის ნაცვლად კლუბის სინგაპურელმა მეპატრონეებმა ისედაც სუსტი შემადგენლობიდან გაუშვეს სამუელ ლინო, ედინსონ კავანი, იუნუს მუსა, ჯასტინ კლუივერტი, ილიაშ მორიბა და ნიკო გონსალესი, მაგრამ… ფეხბურთის ხიბლი სწორედ ის არის, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს: დიდწილად გამოუცდელი ახალგაზრდების ამარა დარჩენილმა...



