გერმანელმა ჟურნალისტმა და DAZN-ის კომენტატორმა კარსტენ ფუსმა areanapoli-ს უამბო:
„ბაიერნი” „ტოტენჰემისგან” ჰარი კეინის ყიდვას აპირებს. გერმანული კლუბის მენეჯმენტი ჯერ ინგლისელი თავდამსხმელის მამასა და ძმას, შემდეგ კი თავად ფორვარდს შეუთანხმდა. კეინმა თქვა, რომ ბუნდესლიგაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ტრანსფერი რომ შედგეს, კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო. მიუნხენელთა პირველ შეთავაზებაზე ლონდონელებმა უარი თქვეს და ახლა მეორე, გაუმჯობესებულ წინადადებას ელიან.
რაც შეეხება „ნაპოლის” ნიგერიელ თავდამსხმელს ვიქტორ ოსიმენს, მის შეძენაზე „ბაიერნი” უარს არ იტყოდა, მაგრამ ნეაპოლელებმა ფეხბურთელს მეტისმეტად მაღალი ფასი დაადეს. აურელიო დე ლაურენტისმა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირში 180 მილიონი ევრო მოითხოვა. ამ თანხაში შედიოდა ტრანსფერის საფასურს პლუს სხვადასხვა საკომისიო ხარჯები და რაც მთავარია, „ნაპოლი” ბევრი წლით კიდევ წილებში ითხოვდა დარჩენას. შესაბამისად, სადღეისოდ გერმანიის ჩემპიონს ოსიმენის შეძენა აღარ აინტერესებს. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „ბაიერნი” მზად არის თავდამსხმელში გვარიანი თანხა გადაიხადოს და კლუბები ამით სარგებლობენ. ისინი თავიანთ ფორვარდებს ძვირად აფასებენ”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
