ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები გამოდის, შოტლანდიამ ოსლოში საოცარი თამაში „შემოატრიალა” — ნორვეგიელები ერლინგ ჰოლანდის მიერ 61-ე წუთზე გატანილი პენალტით იგებდნენ და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე ალბათ თავს ქუდშიც გრძნობდნენ, რომ 87-ე წუთზე ლინდონ დაიკსისა და 89-ე წუთზე კენი მაკლინის დარტყმებით სტუმრებმა სამი უმნიშვნელოვანესი ქულა შეიმატეს. ახლა სქოთები ცხრილში 9 ქულით პირველ ადგილზე არიან.
საინტერესო ფაქტია: შოტლანდიამ დაიკსის გოლამდე მთელი შეხვედრის განმავლობაში კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა. დამარცხებულთა ვარსკვლავმა მარტინ ოდეგორმა, რომელიც ლონდონის „არსენალში” თამაშობს, მატჩი ასე შეაფასა:
„გულწრფელად გეტყვით, არ მიმაჩნია, რომ დღეს მეტოქემ კარგად ითამაშა. სხვა საქმეა, მათი გუნდური სული. ისინი ერთმანეთისთვის იბრძვიან და ბოლომდე არ ნებდებიან. ამის გამო შოტლანდიელებს ქება ეკუთვნით. და მაინც, ჩემი აზრით დღეს მეტოქეს ჩვენ ვაჯობეთ. ამიტომაც არის ძნელი ასეთ მარცხთან შეგუება.
ახლა ჯგუფიდან ჩვენი გასვლა უკვე ძნელი საქმე ჩანს. ამაში თავს გულწრფელად უნდა გამოვუტყდეთ. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია თავის ხელში აყვანა და ბრძოლაა. სამშაბათს მორიგი მატჩი გველის და ვალდებულები ვართ მისთვის მზად ვიყოთ. თუმცა, ვიმეორებ, უკვე ყველაფერი ძნელია”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
კატეგორიის გარეშე20/09/2026 | 08:01რაფინიას გაბრწყინება ქოჩორას გუნდთან შეხვედრაში
