თვე: ივნისი 2023

Home 2023 ივნისი
საქართველომ არგენტინა დაადუმა
ჩანაწერი

საქართველომ არგენტინა დაადუმა

Rugbydump: „მიუხედავად იტალიის მიერ სამხრეთ აფრიკის ღირსშესანიშნავი ძლევისა, „მსოფლიო რაგბის“ U20 მიმდინარე ჩემპიონატზე უფრო მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საქართველოს ყოვლისმომცველი გამარჯვება არგენტინაზე იყო ტიერ 2-ის ერის რეალური განაცხადი ელიტაში შესვლაზე. ქართველები განუწყვეტლივ აკაკუნებენ ექვსი ერის კარზე და ევროპული რაგბის უმაღლეს ეშელონში ჩარიცხვას ითხოვენ, ეს არის იმის დასტური, რომ ქვეყანაში მოთამაშეთა აუცილებელი სიღრმეებია და ისინი აგრძელებენ გაუმჯობესებას....

ჰუმელსის ყოფილი, ქეთი
ჩანაწერი

ჰუმელსის ყოფილი, ქეთი

მატს ჰუმელსი და ქეთი ფიშერი 2010 წელს შეხვდნენ ერთმანეთს და 2015 წლის ივნისში დაქორწინდნენ. სამი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი შეეძინა – მემკვიდრეს ლუდვიგი დაარქვეს. წყვილის პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მატსი „დორტმუნდში“ დაბრუნდა – ცოლს ქალაქი არ მოეწონა, ურთიერთობაში პრობლემები მოხშირდა, რაც მცველის ღალატის შესახებ ჭორებით დასრულდა. ეს ყველაფერი ცუდად – განქორწინებით დამთავდა. მალე ცნობილი...

დღეს ან როდესმე, სხვა დროს
ჩანაწერი

დღეს ან როდესმე, სხვა დროს

„ნაპოლის” სპორტული დირექტორისთვის კრისტიანო ჯიუნტოლისთვის გადამწყვეტი დღე დგას. ახლა უნდა გადაწყდეს, გადავა ის „იუვენტუსში” თუ არა. „ლა რეპუბლიკამ” პოპულარული მენეჯერის მდგომარეობა გააანალიზა. გაზეთმა დაწერა: „ტურინელებმა ნამდვილი ულტიმატუმი წამოაყენეს. მათთვის ამდენი ლოდინი გაუსაძლისი გახდა. მათ გამოაცხადეს: ჩვენ და ჯიუნტოლი სეზონს ან პირველივე დღიდან ერთად დავიწყებთ ან ჯობს თანამშრომლობა სხვა დროისთვის გადავდოთ. თუ ის 30 ივნისისთვის „ნაპოლისგან”...

ნაპოლი 14 ივლისს იწყებს
ჩანაწერი

ნაპოლი 14 ივლისს იწყებს

ახლოვდება მოსამზადებელი სეზონი, რომელსაც „ნაპოლი” ტრადიციულად იტალიის უკიდურეს ჩრდილოეთში, დიმაროსთან, ვალ დი სოლეში ატარებს. ფეხბურთელები პარასკევს, 14 ივლისის, საღამოს უნდა შეიკრიბონ. შაბათ-კვირას დილის ვარჯიშები ათ, ხოლოს საღამოს ვარჯიშები 17:30-ზე გაიმართება. იტალიის ჩემპიონი დიმაროში 25 ივლისამდე დარჩება. დანიშნულია პირველი ამხანაგური შეხვედრაც: სამშაბათს, საქართველოს დროით 20 საათზე „ანუანესთან”. ცრუმორწმუნეთათვის ალბათ მნიშვნელოვანია, რომ „ნაპოლიმ” „ანუანესთან” შარშანდელი პრე-სეზონის დროსაც...

ორასიმენი
ჩანაწერი

ორასიმენი

დღე არ გავა იტალიურ მედიაში ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით რამე ახალი ან გადამღერებული ძველი არ დაიწეროს. ცალკე თემაა „ნაპოლის” პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისის მადა. ამასთან დაკავშირებით მორიგი ინფორმაცია გუშინ „სქაი სპორტმა” გაავრცელა. მან თქვა, რომ დე ლაურენტისისა და ოსიმენის აგენტის რობერტო კალენდას ბოლო შეხვედრისას „პარტენოპეელთა” მეპატრონემ 200(!) მილიონი ევრო მოითხოვა. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ეს თანხა ადრე...

პუმისტყაოსნები
ჩანაწერი

პუმისტყაოსნები

საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა სამამულო რაგბის ისტორიის მორიგი საამაყო გვერდი დაწერა. მეტიც, უმცროსი ბორჯღალოსნები ამ ბოლო წლებში ისეთ საოცრებებს სჩადიან, რაგბის ისტორიაში მათი კუთვნილი თავი განსაკუთრებით საამაყოა. ჩვენმა ბიჭებმა სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სტელენბოსის „დენი ქრეივენზე“ ზედიზედ მეორე მაგარი მატჩი ჩაატარეს და თუ სტარტზე მასპინძლებთან უიღბლობის ხარჯზე 10-ქულიანი სხვაობით დამარცხდნენ, ხუთშაბათს...

ჯიდა 2023
ჩანაწერი

ჯიდა 2023

საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ და ფიფამ დაადასტურეს, რომ 2023 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ყველა მატჩი საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება. გადაწყვეტილება ფიფას დელეგაციის ჯიდაში ვიზიტის შემდეგ მიიღეს. ტურნირი 2023 წლის 12-დან 22 დეკემბრამდე გაიმართება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საუდის არაბეთში ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ჩატარდება. „მოხარულები ვართ, რომ ჯიდა, თავისი უახლესი ტექნოლოგიებით და რეპუტაციით, ...

რატომ აღარ უნდა ბაიერნს ოსიმენი
ჩანაწერი

რატომ აღარ უნდა ბაიერნს ოსიმენი

გერმანელმა ჟურნალისტმა და DAZN-ის კომენტატორმა კარსტენ ფუსმა areanapoli-ს უამბო: „ბაიერნი” „ტოტენჰემისგან” ჰარი კეინის ყიდვას აპირებს. გერმანული კლუბის მენეჯმენტი ჯერ ინგლისელი თავდამსხმელის მამასა და ძმას, შემდეგ კი თავად ფორვარდს შეუთანხმდა. კეინმა თქვა, რომ ბუნდესლიგაში სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ ტრანსფერი რომ შედგეს, კლუბებს შორის შეთანხმებაა საჭირო. მიუნხენელთა პირველ შეთავაზებაზე ლონდონელებმა უარი თქვეს და ახლა მეორე, გაუმჯობესებულ წინადადებას...

დე ლაურენტისი ჟელინსკის გაყიდვას აპირებდა
ჩანაწერი

დე ლაურენტისი ჟელინსკის გაყიდვას აპირებდა

საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი იცვლება. დღეს მენეჯერებს მოთამაშეებზე არანაკლები ფასი ადევთ. ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ ტელეკომპანია „სქაის” გადაცემა Calciomercato-ში „ნაპოლის” დირექტორის კრისტიანო ჯიუნტოლის შესახებ ილაპარაკა. მოგეხსენებათ, ჯიუნტოლის „იუვენტუსში” სურს გადასვლა მაგრამ „ნაპოლისგან” ჯერ ოფიციალურად არ არის გათავისუფლებული. მას უნდოდა 30 ივნისამდე მოეგვარებინა ეს საკითხი, რათა 1 ივლისიდან უკვე ტურინში შესდგომოდა საქმეს, მაგრამ დაბრკოლდა. „ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო...

ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით
ჩანაწერი

ზურიკო ბორდოში კიდევ 4 წლით

„ბორდომ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ  „ბათუმიდან“ ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა და ფეხურთელთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა. ფრანგულმა კლუბმა ქართველი გარემარბის შეძენის უპირველესი შეძენის უფლებით ისარგებლა და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა – ინფორმაციას „ბორდოს“ პრესსამსახური ავრცელებს. „22 წლის დავითაშვილი „ბორდოში“ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს ჩაირიცხა და ყველა ტურნირზე 31 შეხვედრა ჩაატარა (6 გოლი, 3 საგოლე პასი). მან...