„უდინეზესა” და „ნაპოლის” თამაშის წინა დღეს უდინელმა ულტრასებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ნეაპოლელებს თავიანთ ქალაქში ზეიმის საშუალებას არ მისცემდნენ. როდესაც შეხვედრა დასრულდა (1:1) ისინი საქმეზე გადავიდნენ. რამდენიმე ათეული „შავ-თეთრი” ფანი მოედანზე ჩახტა და ფეხბურთელებთან ჩამხტარ მოზეიმე ნეაპოლელებს ქამრებით და ხელკეტებით დაერია.
ნეაპოლელები მინდორზე გაცილებით მეტნი იყვნენ, მაგრამ მათი ამოცანა ჩხუბი კი არა, ზეიმი იყო და ამიტომ ტრიბუნებს დაუბრუნდენ. შეტაკებები, რასაკვირველია მაინც მოხდა, თუმცა დიდხანსაც არ გაგრძელებულა, რადგან ქალაქ უდინეს პოლიცია დროულად ჩაერია საქმეში.
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩრდილოეთის ტრიბუნას, „კურვა ნორდს” შემოეჯარა, რათა იქ შერეკილი უდინელი მაჩხუბრები მოედანზე აღარ დაბრუნებულიყვნენ. გადაღმა მხარეს „კურვა სუდისკენ” დადგა პოლიციელთა მეორე ქვედანაყოფი. ის „აძურის” ბედნიერ ქომაგებს აკონტროლებდა.
როგორც საბოლოოდ გაირკვა, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა რვა ნეაპოლელი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს თავი დაუზიანდა, მეორეს ფეხი მოტყდა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
