„ლაციოს” მოულოდნელმა საშინაო მარცხმა „ტორინოსთან” (0:1) სერია A-ს ისევ აურია გზა-კვალი. ბოლოს და ბოლოს, როდის გახდება ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონი?
მოგეხსენებათ, დღეს „აძური” ტურინში თამაშობს, „იუვენტუსთან”. თუ „ნაპოლი” „ბებერ ქალბატონს” მოუგებს, მისი უპირატესობა „ლაციოსთან” 17 ქულამდე გაიზრდება. „იუვენტუსთან” სხვაობა კი 19 ქულა გახდება.
მოვლენათა როგორი გაგრძელება იქნება საუკეთესო „პარტენოპეელთათვის”? იდეალურ შემთხვევაში, თუ დღეს „იუვესთან” გაიმარჯვებს, ხვიჩა კვარაცხელია და მისი თანაგუნდელები შესაძლოა 29 აპრილს, „სალერნიტანასთან” შეხვედრაშივე გახდნენ ჩემპიონები.
ამ შეხვედრაში „ნაპოლის” რასაკვირველია გამარჯვება სჭირდება, აი, „ლაციომ” კი უნდა წააგოს ან ფრედ მაინც უნდა ითამაშოს — „ბიანკოჩელესტი” მეორე დღეს „სან სიროზე”, „ინტერს” ხვდება.
„სალერნიტანასთან” მატჩის შემდეგ დარჩენილი იქნება 6 ტური, რაც მაქსიმუმ 18 ქულას ნიშნავს. სერია A-ს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა გუნდი, რომელიც სკუდეტოს ჩემპიონატის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე მოიგებდა. ასე რომ, თეორიულად კვარაცხელიას და მის თანაგუნდელებს კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეუძლიათ.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 08:40ფლიკი გააფრთხილეს: არც ერთი სიტყვა მოურინიუზე!
აქეთურ-იქითური08/09/2026 | 07:23მბაპე: თავი კვლავ მსოფლიოს საუკეთესოდ მიმაჩნია, მაგრამ…
სიახლეები07/09/2026 | 08:55ქოჩორას ჭარბი მონდომება
მთავარი ამბავი07/09/2026 | 07:05კვერნაძემ ორი ქულის დაკარგვა არ დაუშვა
