ნეაპოლში მზადდება საგანგებო გამოფენა, რომელიც მესამე სკუდეტოს გმირებს მიეძღვნება. ამ პროექტზე არც მეტი, არც ნაკლები ნეაპოლის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი პაოლო ჯულერინი მუშაობს.
„ჩვენ ვარჩევთ თემებს, სამახსოვრო ნივთებს და სხვა გამოსაფენ მასალას, — თქვა— ჯულერინიმ, — ეს ყველაფერი კი მიეძღვნება იმ გუნდის ლეგენდებს, რომლებიც ყველა რეკორდს ამხობენ”.
საგამოფენო სივრცეში კლასიკური შედევრები მოდერნს შეუწყვილდება და ეს დიდ ემოციებს აღძრავს.
„ნეაპოლის არქეოლოგიურ მუზეუმს ფეხბურთისთვის კარი დიდი ხანია ღია აქვს. ჩვენს ერთ-ერთ დარბაზში დგას კრისტიან ლეპერინოს ქანდაკება — დიეგო არმანდო მარადონა. 2017-18 წლებში ვუმასპინძლეთ გამოფენას სახელწოდებით „ნეაპოლი მითებში”, სადაც „აძურის” ისტორიები იყო თავმოყრილი 1926 წლიდან დღემდე. 2017 წელს აგრეთვე იყო „ნაპოლის” ფეხბურთელთა ფოტოების გამოფენა, რომლებიც იმ წლის კალენდრის სახით იყო წარმოდგენილი”.
მკითხველს სრული წარმოდგენა რომ ჰქონდეს, ვიტყვით, რომ ხსენებულ მუზეუმში ინახება იმპერატორ ნერონის ოქროს თასი. აქვეა მუდმივმოქმედი გამოფენა „პიკასო და ანტიკური ხანა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე22/09/2026 | 07:45მოურინიუ: წარმოგიდგენიათ, ერთი კვირით ადრე ყველამ იცოდა, ვის უნდა ემსაჯა
სიახლეები21/09/2026 | 09:00ჟორჟმა თავისი გაიტანა!
მთავარი ამბავი21/09/2026 | 07:45ფრანგული საიტები კვარას თამაშით უკმაყოფილონი დარჩნენ
აქეთურ-იქითური20/09/2026 | 09:37რუდ გულიტი: ვის მოუვიდა თავში აზრად სლოტის გაშვება?
