„მილანის” ფრანგმა მცველმა პიერ კაზაიე რომელ კალულუ კაიატენგვამ, რომელსაც მოკლედ პიერ კალულუს უწოდებენ მარჯვენა ფეხის კუნთი იტკინა. ის საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, სადაც ფრანგმა ექიმებმა გამოკვლევა ჩაუტარეს და აღმოაჩინეს დაზიანება, რომელიც უფრო სერიოზული აღმოჩნდა ვიდრე თავიდან ეგონათ. კალულუს გამეორებითი ტესტი ერთ კვირაში ელის. თუ დიაგნოზი დადასტურდა, მაშინ ფრანგი მცველი „ნაპოლის” წინააღმდეგ არა მხოლოდ 2 აპრილის მატჩს გამოტოვებს, არამედ ვერც 12 აპრილს იქნება მოედანზე. 18 აპრილზე ჯერ არაფერს იტყობინებიან.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს „დიეგო მარადონაზე” „ნაპოლი” „მილანს” სერია A-ს მატჩში მასპინძლობს, 12 აპრილს „სან სიროზე” ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრაა, ხოლო 18-ში ნეაპოლში, საპასუხო.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 08:52სიტის ფანები ტრიბუნებს გადააყვითლებენ
აქეთურ-იქითური16/10/2026 | 07:14პაპენი: მბაპესთვის არსებობს მხოლოდ მე, მე და მე
სიახლეები15/10/2026 | 08:35ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბათი – თვალის გადავლება
მთავარი ამბავი15/10/2026 | 06:57კვარამ უფრო შავი სამუშაო შეასრულა
