იტალიელი სპეციალისტი, ანტონიო კონტე, „ტოტენჰემის“ მწვრთნელი აღარ არის, ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
„გაცნობებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ვწყვეტთ თანამშრომლობას მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან. ანტონიოს მუშაობის პირველ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვეთ. მადლობას ვუხდით მას გაწული სამსახურისთვის და ვუსურვებთ ყოველივე საუკეთესოს მომავალში.
კრისტიან სტელინი, როგორც მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი, გუნდს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს, რაიან მეისონი კი მისი ასისტენტი იქნება.
„ტოტენჰემი“ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 28 მატჩიდან 49 ქულით მეოთხე ადგილზეა. კლუბი ასევე გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგასა და ინგლისის თასის გათამაშებას.
„დეზების“ მფლობელის, დანიელ ლევის თქმით, კლუბის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა.
ავტორის პროფილი
- სოლომონ გულისაშვილი — ადამიანი, რომელიც ვერ ჩქარობს, განსაკუთრებით თუკი სტატიას წერს, ასწორებს ან ქეიფობს. ამ ორ სფეროში უბადლოა. ერთგული ადამიანია, სამი შვილის მამა. თუ გინდა არ გაგაგიჟოს, დრო არ უნდა დაუთქვა.
უახლესი პოსტები
სიახლეები08/07/2026 | 17:45ხორვატიამ თავი დაკარგა
აქეთურ-იქითური30/06/2026 | 21:21კარლო მაგარია
სიახლეები29/06/2026 | 21:06ბარსელონაში კეინი ახსენეს
აქეთურ-იქითური25/06/2026 | 13:52იბერია ისევ ლიდერია
