ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფი. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი” 22 თებერვალს გერმანიაში, კერძოდ ფრანკფურტში, „აინტრახტს” სტუმრობს. სწორედ ამ თამაშზე დასასწრები ბილეთების განაწილებით არიან უკმაყოფილონი „აძურის” გულშემატკივრები. ეგრეთწოდებულმა ულტრასებმა თავიანთი დამოკიდებულება ქალაქში ბანერებითაც კი გამოხატეს.
„ტიკეტონე, ნეაპოლი და სააგენტო. თაღლითობა გარანტირებულია”, — წერია უშველებელ პლაკატზე, რომელსაც ხელს გულშემატკივართა დაჯგუფება „ბებერი ლომები” აწერს.
ფრანკფურტში მატჩზე დასასწრები ბილეთები ორიოდ საათში გაიყიდა, რამაც ნეაპოლში ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილო და დაეჭვებული დატოვა.
მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა 16 მარტს „მარადონაზე” გაიმართება.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/09/2026 | 08:41ინგლისში დახურული შეხვედრა გაიმართა
მთავარი ამბავი04/09/2026 | 07:50ლუის ენრიკე ტრანსფერებით კმაყოფილია
აქეთურ-იქითური03/09/2026 | 08:35იგეგმებოდა კილიან მბაპეს მოტაცება
მთავარი ამბავი03/09/2026 | 07:11პსჟ-ს ორი თამაშის თარიღი შეიცვალა
