„მანჩესტერ სიტის“ 100-მილიონიანი შენაძენი, ჯეკ გრილიში, გამოტყდა, რომ დი ჯეის პროფესიის ათვისებას ცდილობს და უკვე სერიოზულად მეცადინეობს. სახელიც შეარჩია – DJ Greal-O. „საერთოდ, მუსიკის ყველა ჟანრი მომწონს. ამიტომ დი ჯეიც მინდა გავხდე. ვიცი, რომ ჯერ ყველაფერი საშინლად გამომდის, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. ახლა ფეხბურთის გარდა არაფერი ვიცი. მაგრამ დადგება დრო, როცა კარიერის დასრულება მომიწევს. ამიტომ სხვა...
აბე გლუკოზა
უმედლო გამოდგა ქართული დელეგაციისთვის ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღეც. 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე ვაჟა მარგველაშვილი გავიდა, ბრინჯაოს შანსი ჰქონდა, მაგრამ… მარგველაშვილი განთესილი იყო, პირველ წრეში ისვენებდა და მსოფლიო ჩემპიონატი მეთესმეტედფინალში მაროკოელ აბდურამან ბუშიტასთან მოგებით გახსნა. მერვედფინალში ჩვენებურმა უკრაინელი კარო მარანდიანს კი სძლია, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ იოშირო მარუიამასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც...
მესის ბოლო მუნდიალი
ლეო მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მის კარიერაში ბოლო იქნება. არგენტინელი 35 წლისაა. ყატარის მუნდიალი მისთვის მეხუთეა. პლანეტის შვიდგზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს ჩემპიონატი პირველად გერმანიაში 2006 წელს დააჭაშნიკა. „ეს ნამდვილად ჩემი ბოლო ჩემპიონატი იქნება, — დაბეჯითებით თქვა მესიმ, — გადაწყვეტილება მიღებულია”. „ბარსელონას” ლეგენდას მუნდიალებზე 19 შეხვედრაში 6 გოლი აქვს გატანილი. ამას გარდა მან...
ოსიმენის ბედნიერება
ვიქტორ ოსიმენი მამა გახდა. გუშინ მან „ნაპოლის” ვარჯიში გამოტოვა, რითაც ყურადღება მიიპყრო. დაიწყეს მარჩიელობა, გაჩნდა ეჭვი, რომ მას კვლავ ტრავმა გაუმიზეზდა. ამ ჭორების ჩასაცხრობად „ნაპოლიმ” გაავრცელა ცნობა, რომ ცენტრალურმა თავდამსხმელმა ვარჯიში პირადი მიზეზის გამო გამოტოვა, მაგრამ თავიდან არ დაუზუსტებია, კერძოდ რაზე იყო ლაპარაკი. მოგვიანებით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. გაირკვა, რომ 23 წლის ნიგერიელს ქალიშვილი შეეძინა....
ვან ბასტენი: ნაპოლი ცუდი გუნდი არ არის, მაგრამ…
კელვინ ბესეი „აიაქსში” „რეინჯერსიდან” ზაფხულში გადავიდა და ყველას ეგონა, რომ ის ამსტერდამის გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებდა, მაგრამ რაღაც არ აეწყო და საქმე იქამდე მივიდა, რომ „ნაპოლისთან” 1:6 დამარცხება აოსტაში დაბადებულ ნიგერიელს დააბრალეს. სხვა სიტყვებით, როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, ნიდერლანდებში განტევების ვაცი იპოვეს. რაც შეეხება აოსტას და იმას, თუ რატომ გაუსვა იტალიურმა გაზეთმა ბესეის დაბადების ადგილს...




