საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული გუნდი FIBA-ს განახლებულ რეიტინგში 3 საფეხურით დაწინაურდა. აქამდე ჩვენი ნაკრები 35-ე ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისა და ევრობასკეტის შემდეგ, განახლებულ რეიტინგში, 337.4 ქულით 32-ე პოზიციაზეა, რაც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია. ცვლილებებია საუკეთესო ათეულშიც – სლოვენიის ნაკრებმა 2 პოზიციით უკან დაიწია, ხოლო არგენტინა 3 ადგილით დაწინაურდა. უცვლელი დარჩა მოწინავე სამეული...
ცოტა ფანტაზია, ხვიჩა და ვილი
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგა გიბრალტართან მატჩით დაასრულა. ვილი სანიოლის გუნდმა 2:1 მოიგო და ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველად ჩაატარა ზედიზედ 11 მატჩი წაუგებლად. გარდა ამისა, საქართველომ მოიგო C ლიგის ჯგუფი და B ლიგაშ აღზევდა, არამედ, საუკეთესო შედეგი აჩვენა, რითიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფის ნახევარფინალში მოედნის უპირატესობა მოიპოვა. თუ ვინ იქნება ჩვენი მეტოქე, ეს ცნობილი...
გიბრალტარის პრესა მეტ შეტევას ითხოვს
„გიბრალტარი საქართველოსთან შეხვედრაში ახლოს იყო საკვირველ შედეგთან. მან „ვიქტორია სთედიუმზე” შეხვედრის ბოლოს ჯგუფის ლიდერი საჯარიმოს მიაჯაჭვა და ოცი წუთის განმავლობაში ანგარიშის გაქვითვას ცდილობდა”, — წერს Gibraltar Chronicle. გამოცემა გახარებულია, რომ გუნდმა შეჯიბრება აგრესიული, შემტევი ფეხბურთით დაასრულა, რაც ძალიან განსხვავდებოდა დაცვითი ტაქტიკისგან, რომელსაც გუნდი წინა შეხვედრებში ირჩევდა. გიბრალტარელებს ახლა C-დან D ლიგაში გავარდნა-დარჩენის ფლეი-აუთი აქვთ სათამაშო...
მაკედონია მეორეზეც ვერ გავიდა
ერთა ლიგის C დონის მე-4 ჯგუფში, სადაც გამარჯვებულმა საქართველომ გიბრალტარში 2:1 მოიგო, რისთვისაც გვარიანი ძალისხმევა დასჭირდა, მეორე ადგილზე ბულგარეთი გავიდა. ბულგარელებმა სკოპიეში 1:0 მოუგეს ჩრდილოეთ მაკედონიას, რომლის მეორეობაშიც ალბათ ბევრს ეჭვი არ ეპარებოდა. ჩრდილოეთ მაკედონია ის გუნდია, რომელმაც ევრო 2020-ზე ითამაშა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპიდან იტალია გააგდო. მასპინძლები მე-13 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ: ტოდორ...
ნინიაშვილი: ლელო! ლელო!
დიახ, ქართული რაგბის იმედმა და უკვე, გარკვეულწილად, სიამაყემ, ოციოდე წლის დავით ნინიაშვილმა მორიგი სპექტაკლი დადგა! მისი „ლიონისა“ და „სტად ფრანსეს“ მატჩი ხეირიანად გახურებულიც არ ყოფილა, როცა თავის ფრანგულ კარიერაში 15 ნომრის პოზიციაზე პირველად მოთამაშე ქართველმა უსწრაფეს შეტევას დაუდო სათავე და მისი დასრულებაც თავადვე მოახერხა! ეს მესამე წუთზე მოხდა, მაგრამ რაც ოთხიოდე წუთში დაფიქსირდა, ამას აღარავინ...
რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა
93 წლის ასაკში რაფაელ ჩიმიშკიანი გარდაიცვალა. ძალოსნობაში ქართველებს 4 ოლიმპიური ჩემპიონი გვყავს, რაფაელ ჩიმიშკიანი მათგან პირველი იყო. დაიბადა 1929 წლის 23 მარტს თბილისში. მამა, არკადი ჩიმიშკიანი, რკინიგზელი იყო. დედა, ნინო ბერიძე — დიასახლისი. უფროსი ძმაც ჰყავდა. ძალოსნობაში ვარჯიში მერვე კლასში დაიწყო. 19 წლისა პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 4 წლის შემდეგ კი ჰელსინკიში ოლიმპიური ოქრო...
ნაპოლის საშინელი კალენდარი
იტალიური „ლა გაძეტა დელო სპორტი” სანაკრებო ორომტრიალის დღეებშიც არ ივიწყებს, რომ უქმეებზე სერია A-ს მატჩები განახლდება და „ნაპოლის” 43 დღეში 12 თამაშის ჩატარება მოუწევს. ასეთივე გადატვირთული კალენდარი ელით იმ გუნდებს, რომლებიც ევროთასებზე გამოდიან. ხსენებული 12 თამაშიდან 8 სერია A-ს კალენდრისა იქნება, ხოლო 4 ჩემპიონთა ლიგის კალენდრისა. ნეაპოლელთათვის აგვისტო-სექტემბრის ფორმის შენარჩუნება და წარმატების წარმატებაზე მოპოვება ძნელი...
აზერბაიჯანმა ყაზახეთი საქართველოსთვის გაამზადა
თუ დღეს გიბრალტარში საქართველოს ნაკრები მოიგებს, საბერძნეთი კი ხვალ, შინ, ჩრდილოეთ ირლანდიასთან ფრედ მაინც ითამაშებს, 2024 წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფის ერთმატჩიან ნახევარფინალში საქართველო ყაზახეთს უმასპინძლებს. ერთა C ლიგის მე-3 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, ლიდერმა ყაზახეთმა ბაქოში ვეღარ იყოჩაღა და 0:3 წააგო. „ქორებად” წოდებული ყაზახების საქმე ცუდად მას მერე წავიდა, რაც 35-ე წუთზე ცენტრალურმა თავდამსხმელმა...
თურქეთმა საქართველოსთვის წააგო
თურქეთის ნაკრებმა ფარერებზე 1:2 წააგო და 13 ქულით დარჩა. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, გიბრალტარში, ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ერთა C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულთა შორის საუკეთესო გახდება და 2024 წლის მარტში, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელ ნახევარფინალს გამარჯვებულთა შორის უარესთან შინ ითამაშებს. რაც შეეხება ფინალს, მისი ჩატარების ადგილს წილისყრა გადაწყვეტს. ფარერის კუნძულებისა და თურქეთის შეხვედრა...
გაქცეული შავი ლომი
გასული უქმეები წარმატებისმომტანი გამოდგა „რაგბი ევროპის“ სუპერთასისთვის მებრძოლი ქართული გუნდებისთვის. შაბათს „ბათუმმა“ თავის მშობლიურ სტადიონზე „თელ ავივ ჰითს“ უმასპინძლა, რომელმაც ერთი კვირით ადრე ქუთაისში ქულები სრულიად ტურნირის უპირველეს ფავორიტ „შავ ლომს“ დააკარგვინა (25:25). ჰოდა, ამის გათვალისწინებით შექმნილი ნეგატიური მოლოდინი არ გამართლდა და ზღვისპირელებმა ძალიან სოლიდური ებრაული ფრენჩაიზი ფიზიკურად პირწმინდად დაჩაგრეს და ამ კომპონენტის ხარჯზე მოულოდნელი...









